9 რამ, რაც თქვენს ორგანიზმს მოუვა თუ ვარჯიშისას არასაკმარის წყალს დალევთ.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ვარჯიშის დროს ან მისი დასრულებისთანავე წყლის დალევა არ შეიძლება. თუმცა, მეცნიერები და პროფესიონალი ათლეტები საპირისპირო აზრზე არიან. ნახეთ რა მოუვა თქვენს ორგანიზმს იმ შემთხვევაში, თუ ვარჯიშისას საკმარის წყალს არ დალევთ:

9. კანის დაბერება

კანის სისხლის მიმოქცევის წყალობით უჯრედები ჟანგბადით მდიდრდებიან და ეს კოლაგენების პროდუქციას ზრდის, რის გამოც ნაოჭები პატარავდება. ამისათვის ჩვენს ორგანიზმს საკმარისი სითხის მიღება სჭირდება სისხლის მიმოქცევის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.

8. თქვენ კარგავთ წყალს ცხიმის მაგივრად

წყლის დანაკლისი ცხიმის უკეთ წვაში ხელს არ გვიწყობს. წყლის ნაკლებობის დროს ასევე უჯრედების ჟანგბადით გამდიდრებაც შეუძლებელია და თქვენ მხოლოდ წყლის წონას კარგავთ ოფლის სახით.

7. ტოქსინები თქვენ ორგანიზმში რჩება

ფიზიკური ვარჯიშის დროს ორგანიზმი ტოქსინებს იშორებს ჭარბი ოფლიანობით და კანის სისხლის მიმოქცევით. თუ სხეულს საკმარისი წყლით არ მოამარაგებთ, ოფლიანობა საკმარისად ჭარბი არ იქნება და ტოქსინები თქვენს ორგანიზმში დარჩება.

6. ვარჯიშის ეფექტურობა იკლებს

დეჰიდრატაცია უარყოფით გავლენას ახდენს ვარჯიშის ეფექტურობაზე. თუ სითხის 5 პროცენტს დაკარგავთ, ამით ვარჯიშის ეფექტურობას 30 პროცენტით შეამცირებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სითხის ნაკლებობის გამო ორგანიზმს ცხიმის დაწვის და კუნთების გაზრდის საშუალებას არ აძლევთ.

5. კუნთების ტკივილი

კარგი ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილი ნორმალურია, თუმცა არასაკმარისი წყლის დალევის შემთხვევაში ეს ტკივილი უფრო დიდი ხნით გაგიგრძელდებათ. კუნთების მიკროტრამვების მკურნალობა ბოჭკოებით და ნახშირწყლებითაა საჭირო, რაც მხოლოდ მაშინ ხდება როდესაც ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის წყალია.

4. იზრდება გულის დატვირთვა

არასაკმარისი წყლის დალევის შემთხვევაში სქელდება სისხლი და თქვენი ვენები წვრილდება, რათა წყლის მცირე რაოდენობა დაზოგოს ორგანიზმმა. სწორედ ამიტომ იზრდება დატვირთვა გულზე, რადგან იგი ცდილობს სქელი სისხლის მიმოქცევის კონტროლს წვრილ ვენებში. ამან სუნთქვის პრობლემები, სისხლის წნევის გაზრდა და ტაქიკარდიც კი შეიძლება გამოიწვიოს.

3. შეშუპება

თუ საკმარის წყალს არ დალევთ, მაშინ ორგანიზმი დარჩენილი სითხის შეგროვებას იწყებს მის შესანახად. ამის გამო შეგაწუხეთ შეშუპების და თვალების ქვეშ შავი ზოლების გაჩენის პრობლემა.

2. მცირდება კონცენტრაცია და იზრდება დაღლილობა

1-2% სითხის დაკარგვის შემთხვევაშიც კი თქვენი კონცენტრაციის და ყურადღების დონე იკლებს და დაძაბულობა და დაღლილობა იმატებს. ეს გამუდმებული დაღლილობის და ცუდი ხასიათის გაჩენას იწვევს.

1. უფრო მეტის ჭამას დაიწყებთ

ჩვენ ხშირად გვერევა წყურვილი შიმშილში. შესაბამისად თუკი ვარჯიშის დროს საკმარის წყალს არ დალევთ, მაშინ მისი დასრულების შემდეგ შიმშილის გრძნობა გაგიჩნდებათ.