სახსრების პრობლემებმა რომ არ შემაწუხოს, ვიყენებ ხალხურ მალამოს

მაგნიუმი ორგანიზმისთვის ერთ-ერთი საჭირო მინერალია. ის სჭირდება ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედს. მაგნიუმი ძვლებს უნარჩუნებს ჯანმრთელობას, გიცავთ ოსტეოპოროზისგან, ინარჩუნებს ენერგიის დაბალანსებულ დონეს ორგანიზმში, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას,  მზისგან მიღებული D ვიტამინის შეწოვას, გაგათავისუფლებთ ანთებისგან, შეგიმსუბუქებთ დაზიანებების შედეგად გამოწვეულ ტკივილს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

მაგნიუმი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. საშუალო ასაკის ზრდასრული ადამიანი დღის განმავლობაში იღებს მაგნიუმის რეკომენდებული დოზის მხოლოდ 60 %-ს.

მაგნიუმის მალამოს გამოყენება შესანიშნავი საშუალებაა ამ მინერალის ყველა სარგებლის ასათვისებლად. ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც კვლევაში მონაწილეენი ყოველ დღე იყენებდნენ მაგნიუმის ზეთს. ოთხი კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილეთა 75%-ს მაგნიუმის დონე საგრძნობლად აეწით.

შემოგთავაზებთ მაგნიუმის ხელნაკეთი მალამოს რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სახსრებისა და კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად. მალამო მოგიხსნით შეშუპებასა და ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას.

მაგნიუმის ზეთი ატენიანებს კანს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ტკივილის შემსუბუქებას და ასევე კანს იცავს მზის დამწვრობისგან.

მაგნიუმის ზეთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: მაგნიუმის სულფატი 75 გრ., ცხელი წყალი 3 ს. კ., ავოკადოს ზეთი 100 მლ (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნუშის ზეთი ან არარაფინირებული ზეითუნის ზეთი), დაჭრილი ცვილი 2 ს. კ., შიის ან ქოქოსის ზეთი 100 მლ.

მომზადების წესი: მაგნიუმის სულფატი მოათავსეთ ფინჯანში,  დაასხით ცხელი წყალი და კარგად აურიეთ. ავოკადოსა და შიის ზეთები აურიეთ, დაამატეთ დაჭრილი ცვილი და გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე.

მომზადებული მასა გააგრილეთ, ნელ-ნელა დაამატეთ მაგნიუმის სულფატისა და წყლის ნარევი და ხელის მიქსერით აურიეთ, გადაიტანეთ მინის ქილაში და შედეთ მაცივარში. მაგნიუმის ზეთი გამოსაყენებლად ვარგისია 2-3 თვე. გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!