რძის ბაზაზე მომზადებული საფუვრიანი ცომი, რომელიც ყოველთვის ძალიან ნაზი გამომდის

შემოგთავაზებთ რძის ბაზაზე მომზადებული საფუვრიანი ცომის რეცეპტს. დამერწმუნეთ, დიდ სიამოვნებას მიიღებთ ამ ცომთან მუშაობის პროცესში. ფაფუკი, დამყოლი ცომით შეძლებთ როგორც დესერტების, ისე სხვა გემრიელობების მომზადებას.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 11 გრ საფუარი
  • 1 ჩ. კ. მარილი
  • 2 ს. კ. შაქარი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 250 მლ თბილი რძე
  • 6 ს. კ. ზეთი
  • 500 გრ ფქვილი

მომზადების წესი:

  1. ღუმელი ჩართეთ 150 გრადუს ტემპერატურაზე და დაიწყეთ ცომის მომზადება.
  2. თასში მოათავსეთ კვერცხი, მარილი, შაქარი, საფუარი, თბილი რძე და აურიეთ, ბოლოს დაამატეთ ზეთი. ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი.
  3. თუ ცომი ხელებზე აღარ გეკრობათ, ფქვილი აღარ დაამატოთ. გაცხელებული ღუმელი გამორთეთ, მაგრამ კარი არ გამოაღოთ. ცომი ჩადეთ თასში, გადააფარეთ საკვების ცელოფანი, გაახვიეთ ტილოში და  20-25 წუთით შედეთ თბილ ღუმელში.
  4. ფუმფულა, ჰაეროვანი ცომი მზად არის, მსუბუქად ჩაზილეთ და
  5. მოამზადეთ რაც გსურთ. ტკბილი დესერტები, ღვეზელები, ხორცის ან სოკოს პეროგი, ფუნთუშები ან ცომში გადახვეული სოსისები.
  6. ცომს აქვს ნეიტრალური გემო, მდიდარი არომატი და შეესაბამება ნებისმიერ შიგთავსს.

გამოსაცხობად დასჭირდება 180 გრადუსი ტემპერატურა. ცხობის ხანგრძლივობა განსაზღვრეთ თქვენი ნახელავის ზომის მიხედვით. ცადეთ ერთხელ და ის თქვენი რჩეული გახდება!