მსოფლიოში ჭარბწონიანობის მაჩვენებელი 1975 წლიდან 2017 წლამდე გასამმაგდა. სწორედ ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის უფრო ჭკვიანური მეთოდების გამოყენებაა საჭირო, რის გამოც წარმოდგიდგენთ 10 ყველაზე გამოცდილ ხრიკს წონის კლების პროცესის დასაჩქარებლად:
10. ჭამეთ ჭამამდე
ვახშმობის წინ ერთი ულუფა სუპის შეჭმა თქვენი შიმშილის გრძნობის შესუსტებას გამოიწვევს.
9. ცხარე საჭმელი
ცხარე საჭმლის ჭამა თქვენს მეტაბოლიზმს დროებით 8 პროცენტით აჩქარებს, რაც კალორიების უფრო სწრაფად დაწვაში დაგეხმარებათ.
8. ჭამეთ ჯანსაღი სასუსნავები
დიეტის დროს ვახშმამდე ძლიერი შიმშილის გრძნობით მისვლა უფრო მეტი საჭმლის ჭამას გაიძულებთ. ამიტომ ლანჩსა და ვახშამს შორის უმჯობესია მიირთვათ ისეთი ჯანსაღი სასუსნავები, როგორიცაა ვაშლი, ნუში და დაბალცხიმიანი ყველის ნაჭრები.
7. მეტი ძილი
დიეტაზე მყოფი ადამიანები 6 პროცენტით ნაკლებ კალორიებს იღებენ კარგად გამოძინების შემთხვევაში.
6. დალიეთ ბევრი ჩაი
დღეში 8 ჭიქა წყალი უნდა დალიოთ. ამ რაოდენობის მისაღწევად შეგიძლიათ წყალთან ერთად გემრიელი ჩაიც მიირთვათ დროდადრო. თანაც ეს სასმელი ანტიოქსიდანტებსაც შეიცავს და წონის დაკლებაში გეხმარებათ.
5. მოიმარაგეთ ირგვლივ ლურჯი ფერი
მეცნიერების თქმით ადამიანები ლურჯი ფერის ფონზე 33 პროცენტით უფრო ნაკლებს ჭამენ.
4. ერთ რამეზე ფოკუსირება
როდესაც რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ფიქრობთ, თქვენს ტვინს ავიწყდება დიეტის შესახებ და შეიძლება ასეთ დროს უფრო მეტი სასუსნავი მიირთვათ. ამიტომ სჯობს ხშირად მხოლოდ ერთ რამეზე ფოკუსირდეთ.
3. გაიცინეთ
სიცილი ორგანიზმისთვის მსუბუქი აერობიკული ვარჯიშია. იგი გულისცემის აჩქარებას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას იწვევს, რითაც უფრო მეტი კალორიების დაწვას მოახერხებთ.
2. დაიძინეთ გრილ ოთახში
ძილის დროს ორგანიზმი მუცელში შენახულ ცხიმებს წვავს სითბოს შესანარჩუნებლად. რაც უფრო გრილ ოთახში დაიძინებთ, მით უფრო მეტი ცხიმების დაწვა მოუწევს ორგანიზმს.
1. გამორთეთ შუქი
ეს უცნაურად ჟღერს, თუმცა ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რო ბნელ ოთახში დარჩენა სხეულს უფრო მსუბუქს ხდის.