თქვენ შეგიძლიათ პომიდვრის სახეობების ყველა შესაძლო ვარიანტი უსასრულოდ ჩამოთვალოთ, ახლა მათი რაოდენობა ძალიან ბევრია და ადვილად შეიძლება დაიბნეთ. მნიშვნელოვანია გამოყოთ პრიორიტეტები: რომელი პომიდვრის გაზრდა ღირს, თუ აქცენტს სალათებზე აკეთებთ ან, პირიქით, კონსერვებზე. თუ გსურთ ერთი, მაგრამ უნივერსალური სახეობის დარგვა, რომელიც კარგ მოსავალს მოგცემთ, შემდეგ კი გარემოების მიხედვით?
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ პომიდორი პრეტენზიული კულტურაა, რომელსაც ყურადღება და მოვლა სჭირდება. თავდაპირველად ყურადღება საცხოვრებელ რეგიონს მიაქციეთ. არ ღირს სამხრეთის ჯიშების ჩრდილოეთში გამოყენება ან პირიქით. მაგალითად, ჩრდილოეთის ჯიშის პომიდორი ჩვეულებრივ სწრაფად იზრდება, ცოტა ფოთოლი აქვს და სამხრეთის მზეზე შეიძლება ღირებული მოსავალი საერთოდ არ მოგცეთ.
რომელი პომიდორია მოსავლიანი
თუ პომიდვრის გაზრდას გასაყიდად აპირებთ, მაშინ არჩევანი უნივერსალურ, ნაყოფიერ სახეობაზე გააკეთეთ. ასე მყიდველის პოვნას უფრო ადვილად შეძლებთ. აუცილებლად შეისწავლეთ დაავადებების საკითხი, რომელიც ზოგიერთ რეგიონში საკმაოდ ძლიერ გავრცელებულია. რამდენიმე პუნქტი პომიდვრის სახეობების შესახებ, რომლებიც შეიძლება გამოგადგეთ.
1. სასალათე
სახეობა, რომელიც ჩვეულებრივ მსხვილ, ხორციან და ტკბილ, ზოგჯერ ფხვიერ ნაყოფს იძლევა. ძალიან გემრიელი, წვნიანი და არომატულია. საყვარელი საზაფხულო სალათებისთვის გამოდგება. შეგიძლიათ არჩევანი „ხარის გულზე“ ან „მსხვილ ვარდისფერზე“ გააკეთოთ. ისინი ნამდვილი გიგანტები არიან.
2. დასამწნილებლად
ამ მიზნით პატარა და ერთნაირი ფორმის ჯიში გამოგადგებათ. მკვრივი და ძლიერი ქერქი უცვლელი ფორმის დიდხანს შენარჩუნების საშუალებას იძლევა, ამასთან ქილაში თავს შესანიშნავად გრძნობს. დიასახლისები ხშირად ირჩევენ – „ქალის თითები“ ან „ლოლუა ვარდისფერი“.
3. უნივერსალური
ზამთრისთვის შესანახად, ასევე ახალი სახით მისაღებად გამოგადგებათ სახეობები „ჟირაფი“ ან „აფეთქება“. ჩვეულებრივ, გვიან მწიფდება, შენახვის დიდი ვადა აქვს, ნაყოფი ძალიან მსხვილი არაა.
მოკლედ, პომიდვრის სახეობებზე ყველა შესაძლოა ინფორმაცი უკვე შეაგროვეთ, მიწის ნაკვეთი კარგად გაზომეთ და მომავალი სეზონისთვის გარკვეული მიზანი დასახეთ. ახლა არა ნაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილოთ: რამდენი ჩითილი დავრგოთ, რომ ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის გამოგვადგეს?
ყველა ნათესავი და მეგობარი დათვალეთ, რომელთა გამასპინძლებას საკუთარ ბოსტანში მოყვანილი პომიდვრით აპირებთ და აუცილებლად დათვალეთ, თუ თქვენს ოჯახს რამდენი სჭირდება. ზოგჯერ ერთი დიასახლისი ახლობლების მომარაგებას ბოსტნეულის მაღაზიაზე უკეთ ახერხებს, ყველას აწვდის, მათ შორის მეზობლებს. ამ შემთხვევაში მინიმუმ 300 ჩითილი დაგჭირდებათ, მაგრამ მათზე მოვლა საკმაოდ შრომატევადი პროცესია.
სწორედ ამიტომ, თუ ოჯახში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, მთელი მინდვრის ათვისება არ ღირს. უფრო სწორი იქნება, თუ ნაყოფიერ სახეობას შეარჩევთ, მაშინ 50 ძირი პომიდორი საკმარისი იქნება. ის სალათისთვის, კონსერვების შესანახად და გასაყინად სრულად გეყოფათ.
პომიდორი ნიადაგში ივნისის დასაწყისში უნდა დარგოთ, ნერგები კი თებერვალ-მარტში მოამზადოთ. თარიღები კვლავ თქვენს საცხოვრებელ ადგილზეა დამოკიდებული. თავად უნდა გადაწყვიტოთ, თუ რომელი პომიდორია უფრო გემრიელი, ამიტომ ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ.