შემოგთავაზებთ საოცრად არომატული, უგემრიელესი, ნოყიერი და ფუმფულა კექსის რეცეპტს.
კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სარდელი 4 ცალი
- ყველი 150 გრ
- მაიონეზი 100 გრ
- არაჟანი 100 გრ
- კვერცხი 3 ცალი
- მწვანილი (ოხრახუში, ცოტა კამა, შეგიძლიათ დაამატოთ რეჰანი)
- სოდა/ძმრით 1 ჩ. კ.
- ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
- კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ მაიონეზი, არაჟანი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ სოდა/ძმრით და ნაწილ-ნაწილ შეაზილეთ ფქვილი.
- სარდელი და ყველი დაჭერით კუბიკებად, მწვანილი დაჭერით წვრილად და დანარჩენ ინგრედიენტეთან ერთად შეურიეთ მომზადებულ ცომს.
- გამოსაცხობად დაგჭირდებათ კექსის ფორმა. ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭიდება 50-60 წუთი (დრო განსაზღვრეთ თქვენი ღუმელის მიხედვით).
კექსი გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან, დაჭერით და ყველა აღაფრთოვანეთ თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით.
გემრიელად მიირთვით!