
ჩაის ხე არომატული მცენარეა, რომლის ზეთს აქვს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები. ზეთი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული თვისებების წყალობით ჩაის ხის ზეთის საშუალებით შეძლებთ მრავალი პრობლემის აღმოფხვრას.
მოცემული ზეთის გამოყენებამდე ჩაიტარეთ ტესტი. ჩაის ხის ზეთის 1 წვეთი წაისვით იდაყვის შიგნითა მხარე. დააკვირდით კანს, თუ 15- 40 წუთის განმავლობაში არ გაგიღიზიანდათ კანი, შეგიძლიათ ზეთი თამამად გამოიყენოთ.
1. აკნე
აკნეს საწინააღმდეგოდ ჩაის ხის ზეთი ისეთივე ეფექტურია, როგორც ბენზოილის პეროქსიდის შემცველი პროდუქტებით მკურნალობა. მართალია, ჩაის ხის ზეთი ნელა მოქმედებს, მაგრამ არ აღიზიანებს კანს.
აკნეს საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ 5%-იანი კონცენტრაციის ჩაის ხის ზეთი. აურიეთ 1 წილი ზეთი და 5 წილი წყალი. მომზადებული ნარევით გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს.
შეგიძლიათ ამ საოცარი ზეთის 2-3 წვეთი დაამატოთ თქვენს. ლოსიონებს, კრემებს, ტონიკებს.
2. ანტისეპტიკური საშუალება
ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ჩაის ხის ზეთი ახორცებს პატარ-პატარა იარებს, ჭრილობებს, იცავს მათ ინფექციებისგან, აფერხებს აკნეს ნაწიბურების წარმოქმნას, გამოიყენება ჰერპესის, ანთების სამკურნალოდ.
ჭრილობების სამკურნალოდ გამოიყენეთ 5%-იანი კონცენტრაციის ჩაის ხის ზეთი.
ტუჩის ჰერპესის სამკურნალოდ გამოიყენეთ გაუზავებელი ჩაის ხის ზეთი.
3. მოგაშორებთ ცუდ სუნს
ფეხის უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სიმინდის სახამებელი ¼ ჩ. ჭ.
- საკვები სოდა ¼ ჩ. ჭ.
- ჩაის ხის ზეთი 10 წვეთი
- ლავანდის ზეთი 10 წვეთი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და გამოიყენეთ, როგორც უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგო ტალკი.
4. კურნავს ფრჩხილის სოკოს
ძალიან ბევრი სპეციალისტი გვირჩევს ჩაის ხის ზეთის გამოყენებას სოკოვანი ინფექციების, განსაკუთრებით ფრჩხილის სოკოს სამკურნალოდ. დღეში ერთხელ დაზიანებულ ფრჩხილზე შეიზილეთ ჩაის ხის ზეთის 2-3 წვეთი. გამოიყენეთ 100 %-ით ნატურალური პროდუქტი და 3 თვეში მიიღებთ სასურველ შედეგს.
5. ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად
უძლიერესი ანტიოქსიდანტურ თვისებებით გაჯერებული ჩაის ხის ზეთის საშუალებით შეძლებთ ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების გაქრობას. მოცემული პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოიყენეთ 5%-იანი კონცენტრაციის ჩაის ხის ზეთი.
6. ამცირებს გრიპისა და გაციების სიმპტომებს
მოცემული ზეთი მყისიერად ხსნის რესპირატორული დაავადებების, ვირუსებისა და ინფექციების სიმპტომებს.
5%-იანი კონცენტრაციის ჩაის ხის ზეთი ძილის წინ თხელ ფენად შეიზილეთ მკერდზე ან მოცემული ზეთის 2-3 წვეთი დააწვეთეთ ბალიშის კუთხეში.
7. მოგაშორებთ ტილებს
ტილების საწინააღმდეგოდ ჩაის ხის ზეთი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ჩაის ხის ზეთი და დარწმუნდით მის ეფექტურობაში!