
ასპირინი ფართოდ გამოიყენება სახის ხელნაკეთი ნიღბების მოსამზადებლად. ასპირინის რეგულარული მოხმარებით, შეძლებთ ყველაზე პრობლემური კანის გაჯანსაღებას. საუკეთესოა აკნესა და შავი წერტილების სამკურნალოდ, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს და ათანაბრებს კანის ტონს, მოგაშორებთ აკნეს ნაწიბურებს.
ასპირინი შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის პრობლემების აღმოსაფხვრელად. დაახლოებით, 250-300 მლ თქვენს შამპუნს დაამატეთ ასპირინის 3-4 დაფხვნილი აბი. ყოველი დაბანის წინ ბოთლი შეანჯღრიეთ და თმა დაიბანეთ ჩვეულებრივი წესის მიხედვით. ამ გზით შეძლებთ დაზიანებული თმის აღდგენას და მიანიჭებთ მას ბუნებრივ ბზინვარებას.
ასპირინი განიხილება ალფა ჰიდროქსი მჟავების ანალოგად, რომლებსაც აქტიურად იყენებენ სილამაზის სალონებში პილინგისთვის.
როგორი ტიპის კანს შეესაბამება ასპირინის ბაზაზე მომზადებული ნიღბები?
- შეგიძლიათ გამოიყენოთ პრობლემური კანისთვის. აკნეს, კომედონების (ცხიმოვანი წერტილების), შავი წერტილების, სიწითლისა და შეშუპების მოსახსნელად.
- მოდუნებული კანისთვის. ასპირინის ნიღაბი კანს ანიჭებს ელასტიურობას, ათანაბრებს ტონს.
- ცხიმიანი კანისთვის. ასპირინის ნიღაბი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას. წმენდს ცხიმიან კანს და აღადგენს მის ჯანსაღ იერს.
- ნიღაბი სალიცილის მჟავით ეფექტურია აკნეს ნაწიბურების მოსაშორებლად, აქრობს ლაქებსა და პიგმენტაციას, ათეთრებს კანს. ის ამცირებს სიწითლეს, ანთებას, გაღიზიანებას და თანდათან ამცირებს აკნეს.
უკუჩვენებები:
- ასპირინის ნიღბის გამოყენება არ შეუძლია მათ, ვისაც ალერგია აქვს ასპირინზე, როგორც წამალზე
- ასპირინის ნიღბის გამოყენება არ არის სასურველი ორსულობის დროს, რადგან შეიძლება მოჰყვეს მოულოდნელი რეაქციები
- ლაქტაციის პერიოდში
- ბრონქული ასთმის
- ძალიან მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის
- გარუჯულ კანზე
ასპირინის ნიღაბი ითვლება სახის ქიმიური პილინგის ანალოგად, ამიტომ გაიკეთეთ ის საღამოს და დილით წაისვით მზის დამცავი საცხი.
სასურველია, ასპირინის ნიღაბი გაიკეთოთ ზამთარში. გარდა ამისა, ასპირინის ნიღბის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სიმშრალე, ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ ის ზომიერად.
გამოყენებამდე აუცილებლად გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე. ასპირინის დაფხვნილ აბს შეურიეთ ცოტა წყალი და მიღებული პასტისებური მასა წაისვით იდაყვის შიგნითა მხარეს. თუ დღის განმავლობაში კანი არ გაგიწითლდათ, შეგიძლიათ ნიღაბი თამამად გამოიყენოთ.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ასპირინის (აცეტილსალიცილის მჟავა) აბები. შუშხუნა ასპირინი არ გამოგადგებათ.
დაფხვნილ ასპირინს შეგიძლიათ დაამატოთ ჩამოთვლილთაგან თქვენთვის სასურველი პროდუქტი: თაფლი, იოგურტი, ლიმონის წვენი, თეთრ თიხა, ალოეს წვენი, ზღვის მარილი, სოდა, დაფქული ყავა. დამატებითი ინგრედიენტებიდან გამომდინარე მიიღებთ განსხვავებულ ეფექტს. ასევე შეგიძლიათ ასპირინი შეურიოთ სახის გამწმენდ საშუალებებს.
ინგრედიენტებიდან გამომდინარე მიიღებთ კანის სხვადასხვა პრობლემების საწინააღმდეგო ნიღბებს:
აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბს მიიღებთ თუ ასპირინს დაამატებთ ჩამოთვლილთაგან თქვენთვის ხელმისაწვდომ პროდუქტს: თაფლს, ლიმონის წვენს, ალოეს. შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე პროდუქტის კომბინაციაც.
გამწმენდ და შავი წერტილების საწინააღმდეგო ნიღაბს მიიღებთ, თუ ასპირინს დაამატებთ კეფირს, ზღვის მარილს, სოდას, დაფქულ ყავას, თეთრ თიხას.
მათეთრებელ ნიღაბს მიიღებთ, თუ ასპირინს დაამატებთ ზღვის მარილს, სოდას, ლიმონის წვენს, თაფლს, გვირილას ან როზმარინის სპირტიან ნაყენს.
ნიღბების მოსამზადებლად გჭირდებათ 2 აბი დაფხვნილი ასპირინი და თქვენი კანისთვის საჭირო დამატებითი ინგრედიენტის, დაახლოებით, 1-2 ს. კ. მაგალითად: თუ ამზადებთ ასპირინისა და სოდის ნიღაბს აიღეთ 2 აბი ასპირინის ფხვნილი, 1 ს. კ. სოდა და ცოტა წყალი. უნდა მიიღოთ პასტისებური მასა.
1 ს. კ. თაფლს დაამატეთ 2 აბი დაფხვნილი ასპირინი (თუ ალერგიული ხართ, არ გამოიყენოთ თაფლი).
2 ს. კ. ლიმონის წვენს შეურიეთ 2 აბი დაფხვნილი ასპირინი. ანალოგიურად მოამზადეთ ალოე ვერასა და ასპირინის ნიღაბი.
მზა ნიღაბი წაისვით სახის კანზე. მოერიდეთ თვალებისა და ტუჩების ირგვლივ კანს.
შერეულ, ანუ კომბინირებულ კანზე ნიღაბი გაიჩერეთ 10-15 წუთი. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 1-2-ჯერ.
აკნეს საწინააღმდეგოდ ნიღაბს იკეთებთ კვირაში 3-4-ჯერ, ხოლო შემდეგ პროფილაქტიკისთვის კვირაში ერთხელ.
ყველაზე მეტად მომწონს ასპირინისა და თაფლის ნიღაბი, ასპირინითა და სოდით მომზადებული გამწმენდი ნიღაბი.
იმისათვის, რომ გქონდეთ ჯანსაღი კანი, გამოიყენეთ ასპირინი. გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, ასპირინს დაამატეთ თქვენი კანისთვის შესაბამისი დამატებითი ინგრედიენტები. სასურველია, თუ მათ ჩაანაცვლებთ ხოლმე.