როგორ დავამარინადოთ ხახვი ცივი მეთოდით, ისე, რომ მან ყველა სასარგებლო თვისება შეინარჩუნოს

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ ხრაშუნა და გემრიელი ნივრის მწნილის ძალიან მარტივად მომზადებას.

გემრიელი და არომატული მწნილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ახალი ნიორი 1 კგ
  • წყალი 600 მლ
  • შაქარი 4 ჩ. კ.
  • შავი პილპილის მარცვლები 7 ცალი
  • მიხაკის 10 ბუტონი
  • ძმარი 3 ს. კ.
  • მარილი 2 ს. კ.
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი

მომზადების წესი:

  1. ნიორი გარეცხეთ და შემოაცალეთ მხოლოდ გარეთა ქერქი. შეგიძლიათ დატოვოთ მთლიანი თავები ან დაყოთ კბილებად. ნიორი ჩააწყვეთ გასტერილებულ ქილებში.
  2. მარინადის მოსამზადებლად ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ მარილი, შაქარი, შავი პილპილის მარცვლები, მიხაკის ბუტონები და დაფნის ფოთოლი. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან დაამატეთ ძმარი.
  3. თბილი მარინადი დაასხით ნიორს. ქილა გაავსეთ ბოლომდე, დაახურეთ გასტერილებული ხუფი და დადეთ სიგრილეში.
  4. ხრაშუნა ნივრის მწნილი შეგიძლიათ მიირთვათ 2 თვის შემდეგ.

გემრიელად მიირთვით!