საკუთარ სხეულზე რეგულარული დაკვირვებით თქვენ მარტივად მოახდენთ უამრავი სერიოზული დაავადების პრევენციას. მაგალითად მკერდის კიბოს შემთხვევების 70 პროცენტს თვითონ პაციენტები ამჩნევენ სახლში საკუთარი თავის გამოკვლევის დროს. სწორედ ამიტომაა საჭირო იცოდეთ სხეულის ის ნიშნები, რომლების დაიგნორებაც არ შეიძლება:
7. წონის ცვლილება
წონის რადიკალური დაკლება სასიხარულო შემთხვევა არ გახლავთ. ასევე რამდენიმე კილოს მომატება მხოლოდ ღამით ჭამის გამო არაა შესაძლებელი. ასეთი პრობლემები შეიძლება ისეთი სერიოზული პრობლემებით იყოს გამოწვეული, როგორიც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებია.
6. შეშუპება
თუ ფეხების ან თითების დასიებას შეამჩნევთ, მაშინ შეიძლება ედემა გქონდეთ. ამ პრობლემის გამოწვევა შეუძლია ისეთ სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა თირკმელების დაავადებები და საშარდე სისტემის ინფექციები.
5. ჩალურჯებები სხეულზე
თუკი ჩალურჯებული წერტილები ხშირად გიჩნდებათ სხეულზე უმიზეზოდ, მაშინ ეს შეიძლება ისეთი პრობლემების მანიშნებელი იყოს, როგოიცაა ვიტამინების ნაკლებობა და სისხლთან დაკავშირებული დაავადებები.
4. ენის მდგომარეობა
ენის ფერს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოჩენა მარტივად შეუძლია. ზოგჯერ მის ზედაპირზე შეიძლება თეთრი ნადები გაჩნდეს. თხელი ნადების გაჩენა სანერვიულო ნიშანი არაა, მაგრამ სქელი თეთრი ნადები მაგალითად შინაგანი ორგანოების დაავადებებზე მიგანიშნებთ, რის დროსაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
3. თვალების თეთრი ნაწილი
ამ თეთრ ნაწილებს ჯანმრთელობაზე ბევრის თქმა შეუძლიათ. მათი ნორმალური ფერი თეთრია, რის გამოც ყვითელი ან წითელი ფერის მიღება პათოლოგიაზე მიგანიშნებთ. თუ მისი ფერის შეცვლას შეამჩნევთ, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ეს ისეთი სერიოზული პრობლემების მანიშნებელი სიმპტომი შეიძლება იყოს, როგორიცაა ღვიძლის დაავადებები.
2. ფრჩხილები
თუკი შეამჩნიეთ, რომ თქვენი ფრჩხილების ფორმა, სიგლუვე და ფერი შეიცვალა, მაშინ ეს ჯანმრთელობის პრობლემებზე მიგანიშნებთ. ყვითელი, ყავისფერი ან შავი ზოლების გაჩენა ფრჩხილებზე მაგალითად სოკოვანი ინფექციის გაჩენაზე მიგანიშნებთ. ასეთი სიმპტომების შენიშვნის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ დერმატოლოგს.
1. ღრძილები
თუ ჯანსაღი ღრძილები მოულოდნელად გაწითლდებიან და დასივდებიან, მაშინ ეს საგანგაშო ნიშანია. სუსტი და დაავადებული ღრძილები პირში სხვადასხვა სახის ინფექციის არსებობაზე მიგანიშნებენ, რის გამოც სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.