თუ სხეულზე ჩალურჯებები უმიზეზოდ გიჩნდებათ, მაშინ ეს შეიძლება სერიოზული პრობლემის მანიშნებელი სიმპტომი იყოს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ვიცოდეთ ჯანმრთელობის იმ 7 პრობლემის შესახებ, რომლის თაობაზეც ორგანიზმი ასეთი სახით გვაფრთხილებს:
7. წონების აწევა
წონების აწევა ჩალურჯების გაჩენის მხოლოდ მეორადი მიზეზია. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სისხლის ვენები უკვე დასუსტებულია და ფიზიკური აქტივობა ამას საბოლოოდ ააშკარავებს. ზედმეტად ბევრ ფიზიკურ დატვირთვას ჯანსაღი კაპილარების დაზიანების გამოწვევაც კი შეუძლია.
6. მედიკამენტების მიღება
ზოგიერთი მედიკამენტის მიღებამ სისხლზე შეიძლება იქონიოს გავლენა, რაც ჩალურჯებული წერტილების გაჩენას იწვევს. ასეთი მედიკამენტების სიას მიეკუთვნებიან ანტიდეპრესანტები, ალერგიის და ანთების საწინააღმდეგო წამლები, რკინის შემცველი მედიკამენტები და ასთმის სამკურნალო საშუალებები.
5. სისხლის დაავადებები
ვარიკოზი, ვილბრენდი, თრომბოციტოპენია და ლეიკემია ჩალურჯებული წერტილების გაჩენის ყველაზე ცნობილ მიზეზებად ითვლებიან. სწორედ ამიტომ არ უნდა გადადოთ ვიზიტი ექიმთან მსგავსი სიმპტომის შემჩნევის შემთხვევაში.
4. საკვები ნივთიერებების ნაკლებობა
ხშირად გვავიწყდება საკმარისი ვიტამინების მიღება, რაც მსგავს პრობლემებს იწვევს. მაგალითად B12 ვიტამინი სისხლის პროდუქციისთვისაა აუცილებელი, C ვიტამინი კი ახალი ქსოვილების შექმნას უზრუნველყოფს. მათი დანაკლისი სისხლის ვენების შესუსტებას იწვევს. ასევე რკინის დონის დაწევა კაპილარების მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
3. ჰორმონალური ბალანსის დარღვევა
ჩალურჯებების გაჩენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჰორმონალური ბალანსის რადიკალური ცვლილებებია. ჩალურჯებები გაგიჩნდებათ მაშინ, როდესაც ესტროგენის დონე ზედმეტად დაბლა დაიწევს. მისი ნაკლებობა სისხლის ვენების დასუსტებას იწვევს.
2. ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები
ასაკის მატებასთან ერთად სამწუხაროდ სუსტდება ჩვენი კაპილარებიც და ვასკულარული სისტემაც, რადგან ქსოვილები ელასტიურობას კარგავენ. ასეთი ჩალურჯებები ძირითადად ფეხებზე ჩნდება.
1. დიაბეტი
დიაბეტს უარყოფითი გავლენა აქვს სისხლის მიმოქცევის პროცესზე, რის გამოც მისი ქონისას ძალიან ადვილი ხდება ჩალურჯებების გაჩენა. სწორედ ამიტომ ჩალურჯებული წერტილების გაჩენა დიაბეტის დიაგნოზის ნაადრევად დასმას აადვილებს.