ნაწლავების გაწმენდა-ეს პირველი ნაბიჯია ჯანმრთელი ორგანიზმისა და ძლიერი იმუნიტეტისთვის.
ადამიანთა უმეტეს ნაწილს აქვს ნაწლავების, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და მუცლის შებერილობის პრობლემა.
სპეციალისტების განმარტებით-ეს არასწორი კვებისა და მავნე პროდუქტების მიღების შედეგია.
მავნე პროდუქტები რთული მოსანელებელია, რაც იწვევს მათ დაგროვებას. ისინი არ შეიცავს სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს, ამიტო ორგანიზმი ვერ ითვისებს აუცილებელ ვიტამინებს და კვლავ მალე აღუძრავს ადამიანს შიმშილის გრძნობას.
თუ გსურთ, ორგანიზმს შეუნარჩუნოთ ჯანმრთელობა ნაწლავები დღე-ღამის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა დაიცალოს. არასწორი კვება კი უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნორმალურად ფუნქციონირებაზე.
შედეგად კი ადამიანი იღებს შებერილ მუცელს და საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს, ყაბზობას.
სასარგებლო საკვები ნივთიერებების უკმარისობა, აგრეთვე დაგროვილი ნარჩენები იწვევს ჯანმრთელობის პრობლემების პროვოცირებას.
თითოეული ადამიანი ვალდებულია იზრუნოს ნაწლავის მდგომარებაზე, მის გაწმენდაზე. სტატიაში შემოგთავაზებთ უძლიერესი და ეფექტური გამწმენდი საშუალების რეცეპტს.
საჭირო ინგრედიენტები:
- შავი ქლიავი (ნედლი) 150 გრ
- წყალი 5 ჩ. ჭ.
- ფინიკი 150 გრ
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- სამკურნალო საშუალება უმარტივესი მოსამზადებელია. აადუღეთ წყალი და დაამატეთ შავი ქლიავი და ფინიკი.
- ადუღეთ 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.
- ყოველ დილით, უზმოზე, მიიღეთ ნახარშის 1 ს. კ. და ძალიან მალე იგრძნობთ შეღავათს.
- ნარევი გაგათავისუფლებთ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი პრობლემისგან და ბოჭკოვანი ნივთიერებების მაღალი შემცველობის გამო აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
- აუცილებელია, ნაწლავების წმენდა ჩაიტაროთ წელიწადში 2-ჯერ.
ნუ დაიზარებთ, მოამზადეთ უმარტივესი საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.