8 პროდუქტი, რომლის ჭამის გამოც პანკრეასი მადლობას გადაგიხდით

პანკრეასი მომნელებელი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, რის გამოც მასზე ზრუნვით თქვენს ჯანმრთელობას ძალიან დაეხმარებით. იგი ანეიტრალებს მუცელში მოხვედრილ მჟავებს და გვეხმარება ნახშირწყლების, ცილების და მსგავსი ელემენტების მონელებაში. ნახეთ რომელი პროდუქტების ჭამით შეძლებთ პანკრეასის სიჯანსაღის შენარჩუნებას:

1. ჯანჯაფილი

ჯანჯაფილი ახდენს ინსულინის წარმოების სტიმულირებას, რაც ეხმარება პანკრეასს სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში და დიაბეტის პრევენციაში.

2. ნიორი

ნიორი ნატურალურ ანტიბიოტიკს წარმოადგენს. მისი მიღება სხვადასხვა საჭმელებთან ერთად დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში სხავდასხვა ორგანოების, მათ შორის პანკრეასის ქსოვილების განახლებით.

3. ისპანახი

B ვიტამინით და რკინით სავსე ისპანახი სრულიად აკმაყოფილებს პანკრეასის საბაზისო მოთხოვნილებებს. რკინა ახდენს ანთებების პრევენციას და B ვიტამინი ანახლებს პანკრეასის ქსოვილებს.

4. ბროკოლი

ბროკოლი სხვა მწვანე ბოსტნეულის მსგავსად ეხმარება პანკრეასს კიბოს უჯრედებთან ბრძოლაში და ასევე აუმჯობესებს ორგანიზმის დეტოქსიკაციის მექანიზმების მუშაობასაც.

5. წითელი ყურძენი

წითელი ყურძენი ძლიერ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რაც ამსუბუქებს პანკრეასის ანთებებს და ანადგურებს მის ქსოვილებში არსებულ კიბოს უჯრედებს.

6. ტკბილი კარტოფილი

ტკბილი კარტოფილის ჭამა პანკრეასის კიბოს გაჩენის რისკს 50 პროცენტით ამცირებს. იგი ასევე ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს, სისხლის მიმოქცევაში მისი რეგულარული გაშვებით.

7. ორეგანო

ორეგანო სავსეა ანტიოქსიდანტებით და ისეთი დაავადებების იდეალურ სამკურნალო პროდუქტად ითვლება, როგორიცაა დიაბეტი. იგი ასევე ანტიჰიპერგლიკემიურ პროდუქტადაც ითვლება, რის გამოც ძალიან ეხმარება პანკრეასს მუშაობაში.

8. გვირილა

გვირილის ჩაის დალევა ღვიძლის და პანკრეასის დეტოქსიკაციისთვის იდეალურ საშუალებას წარმოადგენს. იგი აჯანსაღებს პანკრეასის დაზიანებულ ქსოვილებს და ებრძვის კიბოს უჯრედებს, ჯანმრთელი უჯრედების დაზიანების გარეშე.