4 ხელმისაწვდომი საშინაო საშუალება ღვიძლის ბოლომდე გასაწმენდად და გაცხიმოვნების პროფილაქტიკისთვის

ღვიძლი სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოა, რომელიც მრავალ ფუნქციას ასრულებს, ტოქსინების გამოდევნიდან,  ცილების სინთეზამდე, ვიტამინების დაგროვებამდე და მათი საჭიროების მიხედვით გამოყენებამდე.

როდესაც არ ვზრუნავთ ჩვენს ორგანიზმზე და ზედმეტად ვიყენებთ ცხიმებით გაჯერებულ არაჯანსაღ საკვებს, გაზიან სასმელებს, სწრაფი კვების პროდუქტებს, ორგანიზმში გროვდება დიდი რაოდენობით ტოქსინები, რომლებიც ღვიძლმა უნდა გაფილტროს. აი, სწორედ ამიტომ, ისევ ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის, არის მნიშვნელოვანი ღვიძლის გაწმენდა.

სტატიაში შემოგთავზებთ რამდენიმე სამკურნალო საშუალების  რეცეპტს, რომელთა წყალობითაც ბუნებრივი გზით გაიწმენდთ ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს.

ვარდკაჭკაჭას ფესვის ნაყენი

იმ მრავალ დადებით თვისებათა შორის, რომელიც ამ მცენარის ფესვებს მოაქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა, ბუნებრივი გზით ხელი შეუშალოს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას.

ნაყენი უმარტივესი მოსამზადებელია:

  1. აიღეთ ვარდკაჭკაჭას ფესვების 1 ჩ. კ. დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი. გააჩერეთ ცოტა ხნით, გადაწურეთ და თაფლით დაატკბეთ.
  2. სამკურნალო ნაყენი მიიღეთ დღეში 2-ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა 7-10 დღე.

კურკუმა

კურკუმა უძლიერესი ანტიოქსიდანტი და საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა, რომელიც ბუნებრივი გზით ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, წმენდს სისხლს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

აუცილებლად დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ეს უძლიერესი სანელებელი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

პიტნის ნაყენი

პიტნის ფოთლების ჩაი ხელს უწყობს ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. პიტნა უძლიერესი გამწმენდი საშუალებაა, ხელს უშლის გაზების წარმოქმნას, ადუნებს კუნთებს და ებრძვის სპაზმებით გამოწვეულ კუჭის უსიამოვნო შეგრძნებებს.

  1. ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ პიტნის ფოთლების 1 ჩ. კ. დაასხით 1 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი.
  2. გააჩერეთ ცოტა ხნით, გადაწურეთ და თაფლით დაატკბეთ.
  3. მიიღეთ 1-2 ჩ. ჭ. კვირაში 3-4-ჯერ.

ბაყაყურას თესლის ნაყენი

ბაყაყურას თესლი სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ის უძლიერესი ანტიოქსიდანტია, რომელიც გვიცავს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, უზრუნველყოფს ნაღვლის წვენის გამოყოფას, მათ აქვთ დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის უნარი, როგორც ღვიძლში, ასევე მთელ სხეულში.

  1. ნაყენის მოსამზადებლად დაფქვით 1 ს. კ. ბაყაყურას თესლი და დაუყონებლივ დაასხით ცხელი წყალი. გააჩერეთ 10-15 წუთი. დაატკბეთ თაფლით.
  2. შედეგად კი მიიღებთ ეფექტურ საშუალებას, რომელიც აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას და აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას.
  3. უძლიერესი სამკურნალო საშუალება მიიღეთ 2 კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ 1 ჩაის ჭიქის ოდენობით.

ჯანმრთელი ღვიძლი დადებითად მოქმედებს ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.

გამოიყენეთ შემოთავაზებული რეცეპტები, უმარტივესი, ბუნებრივი საშუალებების წყალობით მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.