7 სამედიცინო ტესტი, რომელიც ყველა ზრდასრულმა უნდა ჩაიტაროს დაავადებებისგან თავის დასაცავად

ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია. ამისათვის საჭიროა ჩაიტაროთ სწორი ტესტები, რადგან ეს სერიოზული დაავადებების პრევენციაში დაგეხმარებათ. ნახეთ რომელი ტესტი უნდა ჩაიტაროთ ყველაზე ადრე:

1. კანის შემოწმება

კვლევების მიხედვით ამერიკაში ყოველწლიურად 3.3 მილიონ ამერიკელს უსვავენ კანის კიბოს დიაგნოზს. სწპრედ ამიტომ 18 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა კანის მდგომარეობა მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც უნდა შეამოწმონ.

2. ქოლესტეროლის შემოწმება

ქოლესტეროლის შემოწმება სისხლის ტესტის დახმარებით ხდება, რის დროსაც ექიმები გთხოვენ ტესტამდე 9-12 საათით ადრე ჭამის შეწყვეტას. ტესტის საშუალებით ექიმები კარგი და ცუდი ქოლესტეროლის დონეს შეამოწმებენ ორგანიზმში. რეკომენდირებულია ქოლესტეროლის დონის შემოწმება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ 35 წელს გადაცილებული ადამიანების შემთხვევაში.

3. მენჯის და საშვილოსნოს ყელის შემოწმება

აღნიშნული ტესტი 21 წელს გადაცილებულმა ქალებმა ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ, რათა თავი დაიცვან საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისგან. კვლევების მიხედვით მსგავსი ტესტების ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 74 პროცენტით შემცირდა ბოლო 50 წელიწადში.

4. დიაბეტის ტესტი

ყველა მოზარდმა დიაბეტის ტესტი უნდა გაიაროს მინიმუმ წელიწადში ორჯერ, რადგან ეს დაავადება ნაადრევ სტადიაში არანაირ სიმპტომებს არ ამჟღავნებს.

5. ჰეპატიტი

ჰეპატიტი გულისხმობს ღვიძლის ანთებით მდგომარეობას. ასეთ პრობლემას ვირუსული ინფექციების მსგავსი პრობლემები იწვევენ. როგორც წესი ეს დაავადება ჩუმად ვითარდება და შეუმჩნევლად ანადგურებს თქვენს იმუნურ სისტემას. სწორედ ამიტომაა საჭირო მისი ტესტის გავლა წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც.

6. სისხლის კიბო

სისხლის ტესტების ჩატარება საჭიროა ისეთი დაავადებების აღმოსაჩენად, როგორიცაა ლეიკემია. ზოგადად სისხლის კიბოს 137 სახეობა არსებობს, მათ შორის ყველაზე მთავარი სამი კიბოს ტიპია ლეიკემია, ლიმფომა და მიელომა.

7. ძვლის სიმკვრივის ტესტი

პარალიზების გამომწვევი ძვლების სერიოზული დასუსტების პრობლემა 10 მილიონ ამერიკელს აწუხებს, მათ შორის 80% ქალია. ძვლის სიმკვრივის ტესტის ჩასატარებლად საჭიროა შარდის ანალიზი, რომლის დახმარებითაც ექიმები გაზომავენ იმას, თუ რა სიხშირით კარგავთ ძვლების მასას. მსგავსი ტესტის დროს თუ აღმოჩნდება, რომ ძვლის დაბალი სიმკვრივის სინდრომის მანიშნებელი ოსტეოპენია გაწუხებთ, მაშინ ექიმები კალციუმის და D ვიტამინის მიღების რეკომენდაციას მოგცემენ.