10 ხრიკი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ვეგეტარიანული დიეტის დაცვისას

1032

ვეგეტარიანული დიეტის დაცვისას თქვენი ორგანიზმი იმ მნიშვნელოვან ვიტამინებს, ცილებს და მინერალებს ვერ იღებს, რომლებიც როგორც წესი ხორცში გვხვდება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ ათი მეთოდის გათვალისწინება იმისათვის, რომ ვეგეტარიანული დიეტის დაცვისას ორგანიზმის სიჯანსაღე შეინარჩუნოთ:

1. მაკროელემენტების მიღება

ვეგეტარიანული დიეტის დაცვისას მენიუს უნდა დაუმატოთ დიდი ოდენობით ცხიმიანი პროდუქტები, რადგან ცხიმი ორგანიზმს ეხმარება A, D, E და K ვიტამინების უკეთ შეწოვაში, რაც მნიშვნელოვანია ქოლესტეროლის დონის დარეგულირებისთვის.

2. Omega-3 და Omega-6 ცხიმოვანი მჟავები

ცხიმოვანი მჟავების მიღებით შეამცირებთ ისეთი ანთებითი პროცესების რისკს, როგორიცაა ავტოიმუნური, გულის და კუნთების დაავადებები, ართრიტი, ფსორიაზი და ეგზემა. ამისთვის შეგიძლიათ მიირთვათ თევზი და კვერცხები რეგულარულად, თხილეულთან ერთად.

3. დააბალანსეთ ბოსტნეული და მარცვლეული ცილებისთვის

ხორცის დანაკლისის გამო აუცილებელია მიიღოთ საკმარისი ცილები ისეთი პროდუქტების მირთმევით, როგორიცაა ბროკოლი, ყავისფერი ბრინჯი და ლობიო, რადგან ასეთ საჭმელებში ცილები ამინომჟავებისგან შედგება.

4. მიიღეთ საკმარისი B-12

B12 წყალში ხსნადი ვიტამინია B ვიტამინის ოჯახიდან და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის ფუნქციების და ნერვული სისტემის გამართულ მუშაობაში. ეს ვიტამინი მხოლოდ ხორცში გვხვდება, რის გამოც მისი დანამატების მიღებაა საჭირო. თუმცა, ასევე მას ხშირად ურევენ სოიოს რძესაც.

5. მიიღეთ საკმარისი D ვიტამინი

ეს ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების და ძვლების სიჯანსაღის შენარჩუნებაში, ასევე იმუნური და ნერვული სისტემების გამართულად მუშაობაშიც. ამიტომ აუცილებლად უნდა მიიღოთ D ვიტამინით სავსე რძის პროდუქტები, ფორთოხლის წვენი და სოკო.

6. დაამატეთ მარილი

იოდი ძირითადად თევზში გვხვდება და ეს კომპონენტი ეხმარება ორგანიზმს მეტაბოლიზმის და ზრდის ფუნქციების დარეგულირებაში. სწორედ ამიტომ მისი მიღება მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის მუშაობისთვისაც, თუმცა ხშირად ვეგეტარიანული მენიუ მის ნაკლებობას განიცდის. ამიტომ სჯობს საჭმელებს ხშირად დაუმატოთ ოდნავ მეტი მარილი.

7. მიიღეთ საკმარისი რკინა და C ვიტამინი

რკინა ჰემოგლობინის კომპონენტია და ორგანიზმში ჟანგბადის გადანაწილებაზე აგებს პასუხს. ვეგეტარიანული დიეტის დაცვისას აუცილებელია მიიღოთ რკინის ორმაგი დოზა და მასთან ერთად უნდა მიირთვათ C ვიტამინით სავსე პროდუქტები, რადგან ეს ორგანიზმს რკინის უკეთ შეწოვაში დაეხმარება.

8. დაუმატეთ დიეტას კალციუმი

თუ ისეთ დიეტას მიჰყვებით, რომელშიც რძის პროდუქტები არ შედის, მაშინ კაცლიუმი შეგიძლიათ მიიღოთ ფოთლებიანი ბოსტნეულის, ხორბლეულის, ხილის წვენების და შვრიის სასმელების მიღებით.

9. ჭამეთ თესლები და ლობიო თუთიის მისაღებად

თუთია მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც იმუნური ფუნქციების, ცილის სინთეზის, ჭრილობების მოშუშების და უჯრედების გაყოფის პროცესებისთვისაა საჭირო.

10. მთლიანი მარცვლეული კომპლექსური ნახშირწყლებისთვის

ყველა საჭმელი, რომელსაც ჩვენ ვჭამთ შედგება 3 მთავარი კომპონენტისგან: ნახშირწყლები, ცილა და ცხიმი. ვეგეტარიანული დიეტის დაცვისას მნიშვნელოვანია კომპლექსური ტიპის ნახშირწყლების მიღება, რისთვისაც შეგიძლიათ მიირთვათ მთლიანი მარცვლეულის გამოყენებით დამზადებული საჭმელები.