როგორ გამოვიყენოთ გააქტივებული ნახშირი, რათა ბოლომდე მოვიშოროთ ტოქსინები და მავნე ნარჩენები სხეულიდან

0
728

გააქტივებული ნახშირი ძლიერი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც გვეხმარება ორგანიზმიდან ტოქსინებისა და ქიმიკატების გამოდევნაში.

პირველად გააქტივებული ნახშირი, როგორც მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალება, გამოყენებული იქნა XVIII-XIX საუკუნეებში. დროთა განმავლობაში ამ იაფი და სასარგებლო პროდუქტის შესახებ მსოფლიო ალაპარაკდა.

გააქტივებული ნახშირი გამოიყენება მოწამვლის დროს, წამლის გადაჭარბებული დოზის მიღებისას, ქოლესტერინის მომატებული დონის შემთხვევაში, მეტეორიზმის დროს, ნაბახუსევისათვის დამახასიათებელი უსიამოვნო სიმპტომების მოსახსნელად და ა.შ.

თეთრებად ღირებული ეს ჯადოსნური შავი აბი შთანთქავს ტოქსინებსა და მავნე ნივთიერებებს, ასუფთავებს ნაწლავებს აირებისგან, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ებრძვის კოლიტს.

გააქტივებული ნახშირის მიღების დროს რეკომენდებულია დღის განმავლობაში 12-16 ჭიქა წყალის მიღება, რათა არ მოხდეს სხეულის გაუწყლოება.

როგორ და რისთვის გამოვიყენოთ გააქტივებული ნახშირი?

1. ალკოჰოლით მოწამვლა და ნაბახუსევი

თუ ნაბახუსევზე მიიღებთ გააქტივებულ ნახშირს, ის ბოლომდე შთანთქავს ორგანიზმში მოხვედრილ მავნე ნივთიერებებს და ბოლომდე მოგიხსნით იმ უსიამოვნო სიმპტომებს, რომლებიც ნაბახუსევითსვისაა დამახასიათებელი.

2. ებრძვის ნაადრევ სიბერეს

ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსინები ხელს უწყობს დაბერებას, მაგრამ გააქტივებული ნახშირი ამ პროცესს აფერხებს. თუ არაჯანსაღი საკვების  მიღბის შემდეგ ყოველ დღე დალევთ ორ აბ გააქტივებულ ნახშირს, მინიმუმამდე შეამცირებთ ამ მავნე პროდუქტების უარყოფით გავლენას ჩვენს სხეულზე და თავიდან აირიდებთ ნაადრევ სიბერეს.

3. ქოლესტერინის მაღალი დონე

გააქტივებული ნახშირის რეგულარული მიღებით, შეძლებთ ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას.

4. საჭმლის მომნელებელი სისტემის წმენდა

საჭმლის მონელების უზრუნველსაყოფად, რამდენიმე დღის განმავლობაში, ჭამამდე 90 წუთით ადრე მიიღეთ 10 გრამი გააქტივებული ნახშირი.

ტოქსინებისგან სწრაფად  გასათავისუფლებლად მოზარდებისთვის რეკომენდებულია 50-100 გრამი გააქტივებული ნახშირი, ხოლო ბავშვებისთვის – 10-25 გრამი.

5. თეთრი კბილები

გააქტივებული ნახშირი გვეხმარება პირის ღრუში ნორმალური pH მაჩვენებლის მიღწევაში, ათეთრებს კბილებს და ამარცხებს უსიამოვნო სუნს. დაფქვით რამდენიმე აბი გააქტივებული ნახშირი, ამოავლეთ მასში დატენიანებული კბილის ჯაგრისი და კარგად გაიხეხეთ კბილები. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ, რათა მოიშოროთ უსიამოვნო სუნი და ნადები კბილის ემალიდან.

6. ობი

სახლში გაჩენილს ობს, აქვს ძალიან უარყოფითი გავლნეა ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე. სოკოს სპორები, რომელთაგანაც ობი შედგება, იწვევს თავის ტკივილს, დეპრესიას, იმუნიტეტთან დაკავშირებულ პრობლემებს, თირკმლის უკმარისობას, ტვინის მუშაობის დაქვეითებას, გულის დაავადებებს, თვალის გაღიზიანებას, ღებინების შეგრძნებასა და რესპირატორულ პრობლემებს.

7. ჯანსაღი კანი და სხეული

გარეგანი გამოყენების შემთხვევაში, გააქტივებული ნახშირის დახმარებით, მარტივად არის შესაძლებელი სხეულის უსიამოვნო სუნის დამარცხება, აკნეს მკურნალობა და კანის მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესება. თუ მწერმა გიკბინათ, ამ შავი აბის დახმარებით მარტივად შეძლებთ კანის გაღიზიანების, შეშუპებისა და ქავილის უსიამოვნო შეგრძნების მოხსნას.

როგორც ხედავთ, თეთრებად ღირებული ეს უბრალო აბი ფლობს არაერთ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისათვის. თუ მოგეწონათ სტატია და ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here