როგორ მოვამზადოთ შოკოლადის უნაზესი ტორტი

უგემრიელესი და დაუვიწყარი ნამცხვარი ,,პრაღა“, რომელიც ერთხელ მაინც თუ დაგიგემოვნებიათ, ვერ დაივიწყებთ.

ფუმფულა, ჰაეროვანი შავი ბისკვიტების მოსამზადებლად დაგჭირდებათ  შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 1,5 ჩ. ჭ.
  • რძე 500 მლ
  • შაქარი 2 ჩ. ჭ.
  • კვერცხი 2 ცალი
  • არაჟანი 1 ჩ. ჭ.
  • შესქელებული რძე 6 ს. კ.
  • კაკაო 7 ს. კ.
  • კარაქი 300 გრ
  • მანანის ბურღული 4 ს. კ.
  • სოდა 2 ჩ. კ.
  • ვანილი მწიკვი
  • კონიაკი 20 გრ
  • შოკოლადი

მომზადების წესი:

ვამზადებთ კრემს

  1. რძეში მოხარშეთ მანანის ბურღული, დაამატეთ შაქარი (ნახევარი) და ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ გააციეთ და შეაზავეთ კონიაკით, ვანილით, 3 ს. კ.
  2. კაკაოთი. მომზადებულ მასას დაამატეთ გამდნარი კარაქი.
  3. უგემრიელესი მანის ბურღულის კრემიც მზად არის.

ცომის მომზადება

  1. შაქარი, არაჟანი, კვერცხი და შესქელებული რძე ათქვიფეთ, დაამატეთ სოდა, კაკაო და ფქვილი.
  2. ღუმელი გააცხელეთ 140 გრადუს ტემპერატურაზე. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. მომზადებული ცომი გაყავით 2 თანაბარ ნაწილად და გამოაცხვეთ (თითოეული ფენა ღუმელში დააყოვნეთ ნახევარი საათი). იმისათვის რომ ფენები ადვილად ამოიღოთ, ფორმა რამდენიმე წუთით ჩადეთ ცივ წყალში.
  3. მზა ფენები გაყავით შუაზე (სულ გამოგვივა 4 ფენა).
  4. ფენებს შორის წაუსვით კრემი და მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი
  5. ზემოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი.

მიირთვით უგემრიელესი შავი საოცრება და ისიამოვნეთ.