რომელი ინსტრუმენტის ჟღერადობა მოგწონთ ყველაზე მეტად? აირჩიეთ და გეტყვით, როგორი სული გაქვთ სინამდვილეში

მუსიკის გარეშე ცხოვრება უღიმღამო და მოსაწყენი იქნებოდა. ყველა არსებას საკუთარი სულის მუსიკა აქვს. არსებობენ ადამიანები, რომელთა სულის ჰანგები ერთნაირად ჟღერს. ამ დროს ამბობენ, რომ ისინი ერთმანეთის მონათესავე  სულები არიან. გთავაზობთ საოცარ და ძალიან ლამაზ გამოცდას, თქვენი სულის ნამდვილი მუსიკის გასარკვევად, რომელიც გაგართობთ, გაგამხიარულლებთ და მოგცემთ საშუალებას ისუნთქოთ  სუფთა ჰაერით.

ტესტის მოთხოვნა ასეთია: აირჩიეთ მუსიკალური ინსტრუმენტი.

1. ვიოლინო

თუ არჩევანს ვიოლინოზე შეაჩერებთ, თქვენს სულს იისფერი შეესაბამება. ფერი იისაა, რომელიც უმშვენიერესი, მგრძნობიარე და დაუცველია. ასეთი სულის მფლობელი ადამიანები წარმოუდგენლად კეთილები, პასუხიმგებლიანები არიან და ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ სხვებისთვის.

იისფერი სულის მთავარი ღირსება სინაზეა და ამ სულის ადამიანები სინაზით ეპყრობიან ყველაფერს, რაც უყვართ. მათ აქვთ განჭვრეტის უნარი, რომლის შესახებაც შეიძლება არც იცოდნენ, მაგრამ თუ შეეცდებიან,  აუცილებლად გაახსენდებათ თავისი ცხოვრებიდან რამდენიმე მომენტი, როცა გრძნობდნენ მომავალს.

2. ფორტეპიანო

თუ თქვენ არჩევანი ფორტეპიანოზე შეაჩერეთ, მიეკუთვნებით სიცოცხლით აღსავსე ადამიანთა კეტეგორიას, ვისი სულიც ისეთივე თბილი და ნათელია, როგორც მცხუნვარე მზის სხივი. ხართ ზედმეტად ემოციური, თუმცა ასაკთან ერთად იძენთ უნარს, გააკონტროლოთ საკუთარი ემოციები.თქვენს სულს შეესაბამება ყვითელი ფერი, რომელიც ასოცირდება მზესთან.

3. ფლეიტა

თუ თქვენ აირჩიეთ ფლეიტა, მაშინ თქვენს სულს შეესაბამება მწვანე ფერი.ფერი, რომელიც ახალი სიცოცხლის საწყისია, ამიტომ თქვენი სული მუდმივად ახალგაზრდა, ბავშვივით გულწრფელი და სანდოა. ჰგავხართ ბავშს, რომელიც აღფრთოვანებულია სამყაროს ხილვით. მარადიულ  ოპტიმისტებს გხიბლავთ ყველაფერი ახალი და საინტერესო. მიუხედავად იმედგაცრუებისა, მაინც ჯიუტად გჯერათ ადამიანების.

ისინი კრეატიული ადამიანები არიან, ნიჭიერი მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები და მოცეკვავეები.სამწუხაროდ, მათი ნიჭი დაუფასებელია.

თუ თქვენს გვერდით არიან ასეთი ადამიანები, გაუფრთხილდით მათ!

4. საქსაფონი

ადამიანი,რომელიც აირჩევს საქსაფონს, აერთიანებს რამდენიმე საკმაოდ განსხვავებულ თვისებას, რადგანაც ისინი თეთრი სულის მფლობელი არიან. ფერისა, რომელიც  ცისარტყელას ფერების შერწყმის შედეგად იქმნება. ისინი ძალიან საინტერესონი და ყოველდღიურად განსხვავებულნი არიან, ამიტომ მათთან კომუნიკაცია სასიამოვნოა. შეიძლება ისე იცხოვროთ მის გვერდით,რომ ვერ ჩაწვდეთ თეთრი სულის  იდუმალ სამყაროს. მათ შეუძლიათ აირჩიონ ცხოვრების სხვადასხვა გზა, რომელიც სავსეა საინტერესო მოვლენებით. მათი თანამგზავრი იღბალია.

თუ თქვენ არ მოგწონთ რომელიმე ამ ინსტრუმენტთაგანი, მაშინ თქვენი სული მუსიკა ჯერჯერობით ამოუცნობელია.

რომელი ინსტრუმენტი აირჩიეთ თქვენ?