ეს ოქროსფერი ორცხობილები ჩემი შვილების საყვარელი ნუგბარია. გასწავლით მათ მომზადებას

შემოგთავაზებთ ფხვიერი ორცხობილების რეცეპტს, რომლებიც საოცრად გემრიელია. ოქროსფერი პატარ-პატარა ბურთულები ბავშვების სიხარული და ბედნიერებაა.

ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ფქვილი 250 გრ., კვერცხი 1 ცალი, შაქარი 50-70 გრ., კარაქი 70 გრ., მაიონეზი 20 გრ., სოდა 1 ჩ. კ. ან გამაფხვიერებელი 7 გრ., ვანილი, მარილი მწიკვი.

მომზადების წესი: კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ მარილი, დარბილებული კარაქი, მაიონეზი და კარგად აურიეთ.

ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი, მარილი, ვანილი და თანდათან შეაზილეთ კვერცხიან მასას. საჭიროების მიხედვით  შეგიძლიათ დაამატოთ ფქვილი. ცომს ზელთ ხელით. მომზადებულ მასას შემოახვიეთ საკვები ცელოფანი და 20-30 წუთით შედეთ მაცივარში.

მითითებული დროის გასვლის შემდეგ გამოხელეთ პატარა-პატარა გუნდები, ამოავლეთ შაქარში და მოათავსეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც ცხიმწასმული პერგამენტი გაქვთ დაფენილი (გუნდებს შორის დაიცავით ინტერვალი).

ღუმელი გააცხელეთ 170-180 გრადუს ტემპერატურაზე და გამოსაცხობად დასჭირდება 7-8 წუთი.

როგორც ხედავთ ოქროსფერი ბურთულები უმარტივესი მოსამზადებელია. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!