მოამზადეთ იტალიური პური ჩაბატა საკუთარი ხელით. ასეთ გემრიელი არაფერი გამისინჯავს

0
1800

ალბათ ყველას გაგისინჯავთ პური სახელწოდებით ,, ხალიჩის ჩუსტები“, მაგრამ არ იცოდით მისი უცნაური სახელის შესახებ. ჩაბატა იტალიური სიტყვაა და მისი პირდაპირი თარგმანისას მიიღება ეს სასაცილო სახელი.

ჩაბატა იტალიური თეთრი პურია, რომელსაც სხვა ქვეყნებშიდაც დიდი სიამოვნებით მიირთმევენ. იგი მზადდება ხორბლის ფქვილისა და საფუვრის საშუალებით. ამ პურის განსაკუთრებულობა ხრაშუნა ქერქი, ჰაეროვანი ცომი და ფორებია. ჩაბატა დიდი პოპულარობით სარგებლობს ფიტნეს მწრთვნელებში, რადგანაც დაბალკალორიულია, შეიცავს ბევრად ნაკლებ ნახშირწყლებს და გახანგრძლივებული ამოფუების (გაღვივების) წყალობით, ცომში ინახება სასაგებლო მჟავები.

როგორც ბევრი სხვა იტალიური კერძი, ჩაბატაც მზადდება სახლის პირობებში. არავითარი პურის საცხობი და განსაკუთრებული საფუარი.

გთავაზობთ ოქროსფერი, ჰაეროვანი და ფორებიანი ჩაბატას რეცეპტს

ინგრედიენტები:

  • ხორბლის ფქვილი 450 გრ
  • საფუარი 2 გრ
  • წყალი 400 მგ
  • მარილი 1 ჩ.კ.

მომზადების წესი:

1. აიღეთ დიდი თასი, ჩაყარეთ 400 გრ გაცრილი ფქვილი, მარილი და აურიეთ.

2. ცალკე ჭურჭელში ჩაასხით 400 მლ თბილ წყალი, ჩაყარეთ 2 გრ საფუარი და მოურიეთ, შემდეგ ნელ-ნელა დაასხით ფქვილს და დაიწყეთ ზელა, სანამ არ მიიღებთ შეკრულ, ფუმფულა ცომს.

3. თასს გადააფარეთ სუფთა ტილო და დაველოდოთ აფუებას. ცომს ამოსასვლელდ სჭირდება ოთახის ტემპერატურა და დრო 12-დან 20 საათამდე. აი, სწორედ ეს არის ჩაბატას საიდუმლო.

4. დარჩენილი ფქვილი დაყარეთ მაგიდაზე და გაადმოიტანეთ მზა ცომი, გადაზილეთ, დაახურეთ თასი და დატოვეთ კიდევ ორი საათი.

5. გაახურეთ ღუმელი, პურის საცხობ ფორმასთან ერთად 250 გრადუს ტემპერატურაზე. ფორმას მოააყარეთ ფქვილი, ჩადეთ ცომი და შედეთ გამოსაცხობად. ფინჯანში ჩაასხით ცხელი წყალი და ისიც ღუმელში შედეთ.

6. 20 წუთის შემდეგ პური გამოიღეთ ცოტა ხნით და შემდეგ ისევ გააგრძელეთ ცხობა. აცხეთ კიდევ 15 წუთი.

შინაური პური ლოდინად ნამდვილად ღირს. პირველ რიგში, იცით როგორ არის მომზადებული. მეორე- შეგიძლიათ ახალგამომცხვარი პურის დაგემოვნება. მესამე- სახლში დამზადებული შეუდარებელია.

შეგიძლიათ მიირთვათ როგორც წვნიანთან ერთად, ასევე ყველაფრის გარეშე ან გამოიყენოთ იტალიური კერძის ბრუსკეტის მოსამზადებლად.

დამერწმუნეთ, ცდუნებას ვერ გაუძლებთ და დაუყონებლივ შეუდგებით იტალიური ჩაბატას ცხობას.

ძალიან დიდი იმედი მაქვს ეს რეცეპტი მოგეწონებათ. აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here