ნაოჭებს მინიმუმამდე შეიმცირებთ, გამონაყარს კი ბოლომდე გაიქრობთ, თუ ამ საშინაო ნიღაბს გამოიყენებთ

გინდათ იცოდეთ როგორ შეუნარჩუნოთ კანს ახალგაზრდობა და სიმკვრივე, მოიშოროთ ნაოჭები ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული საშინაო საშუალებების დახმარებით?

ნაოჭებისგან გასათავისუფლებლად თქვენი საუკეთესო მოკავშირე ავოკადო, ნუშის ზეთი და თაფლია.

სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივესი, საოცრად ეფექტური და ყველასთვის ხელმისაწვდომი ნიღბების რეცეპტებს.

როგორ მოვიშოროთ ნაოჭები ავოკადოს დახმარებით?

ავოკადო მდიდარია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავებით, D და E ვიტამინებით, რომლებიც კანს უნარჩუნებს ახალგაზრდობას, სიგლუვეს, სიმკვრივეს.

ავოკადოს გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის კანისთვის. იგი ეფექტურად გამოიყენება მუწუკების საწინააღმდეგოდ, ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობასა და სიმკვრივეს.

მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  1. აიღეთ მწიფე ავოკადო, გაჭერით შუაზე და ნაყოფის რბილობი სუფრის კოვზით ამოიღეთ და ჩანგლის საშუალებით დაჭყლიტეთ.
  2. მიღებული მასა დაიტანეთ სახის კანზე და თანაბრად გაანაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთის და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. თუ გსურთ დიდი ხნით შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე სახე სველი პირსახოცით გაიწმინდეთ და დაიტანეთ ნუშის ზეთის თხელი ფენა.
  4. ნიღბები გამოიყენეთ კვირაში 1-2-ჯერ.

როგორ მოვიშოროთ ნაოჭები თაფლის, ლიმონისა და ტკბილი ნუშის წყალობით?

  • თაფლი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით და აღმდგენი თვისებებით, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს.
  • რაც შეეხება ლიმონს, ეს ხილი მდიდარია ვიტამინებით.
  • ნუშის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს და  ანტიოქსიდანტების ბუნებრივი წყაროა.

იხილეთ სამი უძილიერესი ინგრედიენტის კომბინაციის ბაზაზე მომზადებული ნიღაბის რეცეპტი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი რამდენიმე წვეთი
  • ნუშის ზეთი 5-6 წვეთი

მომზადებისა დ გამოყენების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ.
  2. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და დაიტოვეთ 15 წუთი. შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ და თქვენი კანი ახალგაზრდობითა და სილამაზით იბრწყინებს.

ნუ გადაიხდით ზედმეტს. ისარგებლეთ ნატურალური პროდუქტებით გაჯერებული საშინაო პირობებში მომზადებული საშუალებებით და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.