ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით და ყოველთვის მზად უნდა იყოთ მათთვის. ყველას გქონიათ შემთხვევა, რომ გაუფრთხილებლად გწვევიათ დედა ან მეგობარი. როგორც სტუმართმოყვარე დიასახლისი ვალდებული ხართ, რომ სტუმარს გაუმასპინძლდეთ. დესერტად შეგიძლიათ მიართვათ ჰაეროვანი რულეტი ჯემით, რომელიც მზადდება სწრაფად და თან უგემრიელესია. შიგთავსად გამოიყენეთ ნებისმიერი ხილის ჯემი ან მურაბა.
იგრედიენტები:
- კვერცხი 5 ცალი
- შაქარი 120 გრ
- გამაფხვიერებელი 2გრ
- რძე 50 მგ
- მარილი მწიკვით
- მზესუმზირის ზეთი 50 მგ
- ხორბლის ფქვილი 90 გრ
- გარგრის ჯემი გემოვნებით
მომზადება:
1. გამოაცალკავეთ კვერცხის ცილა და გული, გულს დაამატეთ მწიკვით მარილი და კარგად ათქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ 50 გრ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ მასა არ გაორმაგდება.
2. ღრმა თასში მოათავსეთ ცილა და ათქვიფეთ მიქსერით, ისე რომ მიიღოთ მყარი მასა, ნელ-ნელა დაამატეთ დარჩენილი შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა. შემდეგ ფრთხილად შეურიეთ გულებისა და შაქრისგან დამზადებული მასა და სილიკონის სპატულით მოურიეთ საათის ისრის მიმართულებით. მიღებულ მასას დაამატეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი.
3. მზესუმზირის ზეთს ცალკე ჭურჭელში შურიეთ რძე, დაამატეთ მომზადებული ცომის მცირედი ნაწილი, კარგად მოურიეთ და შემდეგ შეურიეთ გამზადებულ ცომს.
4. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი და თანაბრად გაანაწილეთ ცომი. აცხვეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე 30 წუთის განმავლობაში. მზა ბისკვიტი გადმოიღეთ პერგამენტზე, მოაშორეთ ქაღალდის ის ნაწილი, რომელიც ცხობის დროს გამოიყენეთ, შეგრილების შემდეგ წაუსვით გარგარის ჯემი, ბისკვიტი გადაახვიეთ, შედეთ მაცივარში და გემრიელად მიირთვით.
დარწმუნებული ბრძენდებოდეთ, რომ თქვენ მიერ მომზადებული საოცრებით იამაყებთ და უსაყვარლეს ადამიანებთან გატარებულ დროს კიდევ უფრო მეტ სითბოს შეჰმატებთ.