
გიყვართ ცხობა, მუდმივად ახლის ძიებაში ხართ და გსურთ, თქვენი ნახელავით ყველა აღაფრთოვანოთ. შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი კარამელის კრემის რეცეპტს, რომელიც თქვენს ბისკვიტებს ან სხვა ნამზადს კიდევ უფრო სოცარ გემოს შეჰმატებს.
კარამელის კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 300 გრ შაქარი
- 4 კვრცხი
- 600 მლ ცხიმიანი რძე
- 4 ს. კ. ფქვილი
- მარილი
მომზადების წესი:
აიღეთ სქელძირიანი ქვაბი, ჩაყარეთ 150 გრ შაქარი, დაასხით 2-3 ს. კ. წყალი, დადგით საშუალო ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ და აადუღეთ.
როდესაც მასა გაყავისფერდება, დაამატეთ დარჩენილი შაქარი და თანდათან დაასხით რძე. მოიტოვეთ რამდენიმე სუფრის კოვზი რძე და გახსენით ფქვილი. შემდეგ ფქვილი დაამატეთ შაქრიან მასას და მორევა არ შეწყვიტოთ, სანამ არ ადუღდება.
ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი მარილთან ერთად და თანდათან დაამატეთ კარამელის კრემს, კარგად აურიეთ და აადუღეთ. მოამზადეთ ეს საოცრება და ისიამოვნეთ!