ზაფხულის ცხელი დღეების მიუხედავად, ქალს საზრუნავი არ ელევა. სულ მუდამ იმის ფიქრში ხართ, როგორ ასიამოვნოთ საყვარლ ადამიანებს. ცდილობთ, თქვენ მიერ მომზადებული ნუგბარ-ნუგბარი კერძებით თავი მოიწონოთ და გარშემომყოფნი გააბედნიეროთ. ირგვლივ სხვადასხვა ხილის არომატი ტრიალებს, თითქოს გიხმობენ ჩემგან უგემრიელეს ტკბილეულს მოამზადებთო.
გთავაზობთ ვაშლის უგემრიელეს პეროგს უნაზესი მოხარშული კრემით
ინგრედიენტები ცომისთვის:
- კვერცხი 1 ცალი
- არაჟანი 2 ს. კ.
- კარქი 180 გრ
- შაქარი 150 გრ
- გამაფხვიერებელი 0,5 ჩ. კ.
- მარილი მწიკვით
- ფქვილი 360 გრ
ინგრედიენტები კრემისთვის:
- რძე 350 მგ
- კვერცხი 1 ცალი
- სახამებელი 1 ს. კ.
- შაქარი 4 ს. კ.
- ვანილი
- აგრეთვე 2 დიდი ვაშლი და შაქრის ფხვნილი
მომზადების წესი:
აიღეთ ღრმა თასი, ჩაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. დარბილებული კარაქი დაჭერით კუბიკებად და ჩახეხეთ ფქვილში, დაამატეთ კვერცხი, შაქარი, არაჟანი და მოზილეთ. ცომი უნდა იყოს ფხვიერი და რბილი. მიღებული მასა შედეთ მაცივარში, სანამ კრემს მოამზადებთ.
კრემის მოსამზადებლად აიღეთ ემალის ქვაბი, ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ სახამებელი, ვანილი, დაასხით ცივი რძე და დაადგით საშუალო ცეცხლზე. განუწყვეტლივ ურიეთ ადუღებამდე და საოცარი კრემიც მზად არის.
მაცივრიდან გამოიღეთ ცომი და გაყავით ორ არათანაბარ ნაწილად. დიდი გუნდა გააბრტყელეთ, მოათავსეთ 20 სმ-იანი დიამეტრის საცხობ ფორმაში, ნაპირები ყალიბის კედლებზე ამოწიეთ და ცომის კალათა გააკეთეთ. გათლილი ვაშლი დაჭერით ნაჭრებად და ლამაზად დაალაგეთ ცომზე. სურვილისამებრ, შეგიძლიათ ვაშლს მოაყაროთ დარიჩინი და შემდეგ დაფაროთ მოდუღებული კრემით. ცომის დარჩენილი ნაწილი გააბრტყელეთ, დაჭერით მსხვილ ზოლებად და ბადისებურად დააწყვეთ კრემზე. ნამცხვარი შედეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში და 40-50 წუთის განმავლობაში აცხეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. თუ ნამცხვრის ზედა ნაწილი გადაიბრაწა, მაშინ ის უკვე მზადაა. გააციეთ და ზემოდან მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი.
ახლა კი შეგიძლიათ, თქვენს უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად ისიამოვნოთ, მიირთვათ უგემრიელესი ნამცხვარი, რომელსაც ვაშლის სიმჟავე საუცხოო არომატს სძენს.
აუცილებლად ჩაინიშნეთ ამ არომატული და ძალიან ნაზი ვაშლის პეროგის რეცეპტი და გაუზიარეთ ის მეგობრებსაც, რომელთაც სამზარეულოში ტრიალი ძალიან უყვართ. იმედი მაქვს, ეს რეცეპტი მოგეწონებათ.