ასე დავირბილე კანი და დავაღწიე თავი ბზარებს მარტივი საშუალების დახმარებით

ნაზი და გლუვი ქუსლები ყველა ადამიანის ოცნებაა. განსაკუთრებით, როცა ზაფხული, მზე, სიცხე, ზღვა, პლაჟი გვიხალოვდება. გვიახლოვდება სეზონი, როცა თავისუფალი და გახსნილი ფეხსაცმელი უნდა ვატაროთ, მაგრამ გაწუხებთ მეტად საჭირბოროტო პრობლემა, თუ რა მოუხერხოთ ქუსლების გამომშრალ და დახეთქილ კანს.

ზამთარში წინდების ქვეშ დამალულ ქუსლებზე კანი უხეშდება, ხშირად ჩნდება ნახეთქები. ქუსლები გამუდმებით ზრუნვას საჭიროებს. აუცილებელია ქუსლის კანის დატენიანება, მაგრამ სამწუხაროდ, ყველას არ მიუწვდება ხელი ხარისხიან მალამოებსა და კანის მოვლის სხვა საშუალებებზე.

ეს პრობლემა ჩემთვისაც ძალიან მტკივნეულია და ამიტომ მუდმივად ძიებაში ვარ. ვეძებ საშუალებებს, რომლებიც სასურველ შედეგს მომცემს, თან ჩემთვის ხელმისაწვდომი იქნება. საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ და შემოგთვაზებთ მეთოდს, თუ როგორ ვუმკურნალოთ ქუსლების კანს საშინაო პირობებში. პროცედურის ჩასატარებლად  დაგჭირდებათ ლისტერინი (პირის ღრუს სავლები საშუალება) და საპარსი ქაფი.

თავდაპირველად მეც თქვენსავით გავიფიქრე: ნეტავ ამ საოცარ კომბინაციას რა შედეგი უნდა მოჰყვეს-თქო. მაგრამ გაგონილს ნანახი ჯობიაო და დავიწყე პროცედურების ჩატარება. შედეგმაც არ დააყოვნა. სცადეთ და არ ინანებთ!

  1. პირველ რიგში ქუსლების კანზე შეიზილეთ პირის საპარსი გელი, ქაფი.
  2. თასში ჩაასხით თითქმის თანაბარი რაოდენობის თბილი წყალი და ლისტერინი ან პირის ღრუს სხვა ნებისმიერი სავლები (ძლიერმოქმედი), კარგად აურიეთ. მომზადებულ ნარევში  გააჯერეთ პატარა პირსახოცი და შემოიხვიეთ ტერფებზე. სამოქმედოდ დაიყოვნეთ 30 წუთი.
  3. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ფეხები იმავე პირსახოცით გაიწმინდეთ და გამომშრალი კანი თვითონ დაიწყებს აქერცვლას. ქუსლები გაიწმინდეთ ლოსიონით და შედგით ისიამოვნეთ. კიდევ უფრო მეტი ეფექტისთვის  შეგიძლიათ პროცედურა გაიმეოროთ.

სცადეთ ეს ფანტასტიკური მეთოდი, დაირბილეთ ქუსლები  საშინაო პირობებში და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.