23 დელიკატესი ჩვენი ბავშვობიდან, რომელთა გემო დაუვიწყარი იყო.

1522

სსრკ-ს დროში მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას ახსოვს იმ პერიოდის “გემრიელობები” და დღემდე სურთ მათი მირთმევა, მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიაში მრავალფეროვანი არჩევანია. არადა, მართლაც, ხანდახან როგორ გვინდა ხოლმე ამ ნაკრებიდან ზოგიერთი გემრიელობის კვლავ დაგემოვნება. მათი გემოს დავიწყება შეუძლებელია. მოდით, ცოტა ნოსტალგიაში გადავეშვათ.

პროდუქტები სსრკ-დან

საბჭოელი ბავშვების საყვარელი დელიკატესები

1. პურის ქერქი

მაშ ასე, დედამ პურის საყიდლად გაგიშვათ. მოგცათ ხელნაკეთი ჩანთა, 20 კაპიკის ხურდა და ფასის აღნიშვნები. აქედან იწყება თავგადასავალი. შედიხართ მაღაზიაში, მიდიხართ პურის თაროებთან, იღებთ ორკბილა ჩანგალს, რომელიც სტელაჟზე მიჭედებულ ლურსმანზე ლენტითაა მიმაგრებული, და იწყებთ პურის შემოწმებას.

ყიდულობთ აგურს 20 კაპიკად, შემდეგ მიდიხართ სახლში და გზად პურის კიდეებს ჭამთ. იგი იმდენად სურნელოვანია, გემრიელი ხორკლიანი ქერქით – საკვები ბედნიერების გემოთი. კბილებით კიდევ ერთ ლუკმას გლეჯთ – ძალიან პატარას, დედამ რომ ვერ შენიშნოს. კიდევ ერთი, კიდევ ერთი, კიდევ… და, აი…

2. რა ჩუპა-ჩუპსი, რის ჩუპა-ჩუპსი?

ჩემი ბავშვობის წლებში, ჯოხებზე წამოცმული მამალო-კანფეტი ყველა კუთხეში იყიდებოდა, იქნებოდა ეს ხელნაკეთი თუ ქარხნული, შეღებილი თბილ ფერებში – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი. რამხელა ბედნიერება იყო ასეთი ტკბილეულის შეძენა! რა საინტერესო იყო კანფეტიდან მზის დანახვა და წებოვანი ხის ჯოხის ჭერა.

ახლა იშვიათად თუ შეხვდებით მას გაყიდვაში. ისინი წარსულიდან სალამს გვიძღვნიან – უბრალო ფრინველები, რომლებთანაც ამდენი ბედნიერი მოგონებაა დაკავშირებული. ასევე, დამწვარი შაქარი სასარგებლოა ხველის დროს, თუმცა მაშინ, ბავშვობაში, ამაზე არ ვფიქრობდით.

3. ბუნებრივი კევი

ბავშვობის საყვარელი დელიკატესი იყო ნაყოფიერი ხის გუმფისი, რომელსაც საღეჭი რეზინის ნაცვლად ვღეჭავდით. იაფი და ჯანსაღი. მახსოვს, ალუბლისა განსაკუთრებით გემრიელი იყო.

4. საყვარელი დესერტი

1 ნაჭერი პური, შაქარი და წყალი – ჩემი ბავშვობის რჩეული დესერტი იყო. შესახედავად დიდი ვერაფერი, თუმცა ახალგაზრდობის გემო ნამდვილად აქვს. პურს მოაყრი შაქარს და ალბობ წყლით, კბილებზე რომ არ იხრაშუნოს. რატომ აღარ ვაკეთებთ ასე? უცნაურია…

5. საშიში სასმელი

ჩემი სკოლის მეგობრებს სამზარეულოში ედგათ ასეთი ქილები, რომელშიც, ჩაისფერ ხსნარში, ბინადრობდა რაღაც, რაც მსუქან მედუზას მაგონებდა. ამბობენ, რომ ამ სასმელს სასიამოვნო, მჟავე გემო და გამომაფხიზლებელი მოქმედება ჰქონდა. სიმართლე რომ გითხრათ, მე ვერ გავბედე გასინჯვა.

6. ყველაზე გემრიელი წამალი

წუწნი ბურთულას, თავიდან ტკბილია, ბოლოს კი მჟავე. იდეალური შერწყმაა!

7. ზღვის კენჭები

“მზესუმზირა” ტკბილიჭამიებისთვის: ჭამ და ჭამ, ვერ ჩერდები! შიგნით ქიშმიში ან თხილი შეგხვდებათ, გარედან კი ისინი შეღებილია თვალისთვის სასიამოვნო ფერებში. გლუვი, როგორც ნამდვილი ზღვის კენჭბი, წუწნით და – ხორკლიანი ხდება. ძალიან სწრაფად ილევა, ტოვებს პროზაულ პაკეტს.

8. შინ მომზადებული ნამცხვრები

დელიკატესი, რომელიც დღემდე შედის უამრავი ადამიანის მენიუში – ორცხობილები კარაქით. იმპროვიზებული ნამცხვრები ძალიან მარტივად მზადდებოდა: იღებდნენ ორ ორცხობილას, უსვამდნენ კარაქს და აერთებდნენ. ეს საუკეთესო დესერტია ჩაისთვის.

9. მშრალი უფრო გემრიელია

სამზარეულოდან მოიპარავთ შეფუთვას და ჩუმად მოკბეჩთ მშრალ კისელს. ვინც ამბობს, რომ ასე არ გაუკეთებია, უბრალოდ აღიარების ეშინია.

10. ნაყინი

სამყაროს – მშვიდობა, ჩვენ – ნაყინი. თეთრი, მოელვარე, ზემოდან მიწებებული მრგვალი ქაღალდით. ვაფლის ჭიქას გარშემო კბეჩთ, ან ჭამას შიგთავსით იწყებთ, სველ ვაფლს კი მამას აძლევთ.

11. თვითნაკეთი ირისი

დღეს მაღაზიაში მოხარშულ შესქელებულ რძეს უპრობლემოდ შეიძენთ, ადრე კი იგი თავად უნდა მოგეხარშათ. თუმცა, მე ქილაში ორ ხვრელს ვაკეთებდი და ისე ვსვამდი.

12. მეგობრობა ძალიან გემრიელია

ბევრი დამეთანხმება, რომ საბჭოთა მდნარი ყველის “დრუჟბა” გემოს ვერ შეადარებთ ვერც ერთ თანამედროვე ანალოგს. მას უმატებდნენ სხვადასხვა კერძში ან ცალკე, ჩაისთან მიირთმევდნენ. ნოსტალგიისგან ჟრუანტელმა დამიარა.

13. ასკორბინი

გემრიელობას ვყიდულობდით არამხოლოდ სურსათის მაღაზიებში, არამედ აფთიაქშიც. ტკბილი თეთრი მრგვალი აბები, გახვეული ცილინდრულად, ორ ქაღალდში, კანფეტს არაფრით ჩამოუვარდებოდა. იაფიც ღირდა – 1 შეკვრა 7 კაპიკი. მართალია, დედაჩემი ამბობდა, რომ დღეში მხოლოდ 1 აბი შეიძლება, ცილინდრი როგორღაც 20 წუთში ცარიელდებოდა.

14. აი, რა გვაკლია

ირისი – კანფეტია, რომლის გამოც ბევრმა დაკარგა კბილის ბჟენი, თუმცა სიამოვნება ამად ღირდა. მართალია, ტკბიელულს დღემდე იპოვით მაღაზიებში, თუმცა გემო სულ სხვანაირია.

15. ყველასთვის ხელმისაწვდომი მწვადი

ყველაზე გერმიელი დელიკატესი, რომელსაც პიკნიკზე ყველა ბავშვი ელოდა – კოცონზე გამომცხვარი კარტოფილია. ეს ხომ ძალიან საინტერესოა: შეაგდებ კარტოფილს კოცონში და დგახარ, ელოდები, აბრუნებ ნახშირ ჯოხით. კარტოფილს გამოიღებთ კოცონიდან, ნახშირივით ცხელი კია, მაგრამ არაუშავს, უბერავ, ხელიდან ხელში ისვრი და ცდილობ, კანი სწრაფად მოხსნა, რომ განუმეორებელი გემოთი დატკბე.

16. საყვარელი კარტოფილი ტკბილიჭამიებისთვის

იმ დროში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი დესერტი გახლდათ ნამცხვარი “კარტოფილი”, და ბევრმა ისწავლა მისი მომზადება, რადგან რეცეპტი ძალიან მარტივია: ორცხობილებს ანამცეცებდნენ და უმატებდნენ დამდნარ კარაქს კაკაოთი. ურევდნენ და ძერწავდნენ ბურთულებს. აი, შენი დესერტიც.

17. ჭამე რამდენიც გინდა

თუ შოკოლადის კანფეტებს ან ნამცხვრებს სსრკ-ში ყოველთვის ვერ იყიდდი, ხალვა ასორტიმენტში საკმაოდ ხშირად ჩნდებოდა. დღეს უცნაურად გვეჩვენება ის ფაქტი, რომ ტკბილეულს თუნუქის ქილებით ყიდდნენ.

18. წვენი კონუსიდან

“წყლისა და წვენების” მაღაზიაში ან გასტრონომის ამავე სახელწოდების დანაყოფში, მიიჩქაროდნენ მწყურვალები, რადგან არაფერი იყო ტკბილი ყურძნის, მჟავე ვაშლის, გამჭვირვალე, ნაზი არყის წვენებზე უკეთესი. ასევე, იქ აუცილებლად იდგა მარილით სავსე ჭიქა, ჩაის კოვზთან ერთად. ეს პომიდვრის წვენისთვის იყო.

19. რძე სამკუთხედ პაკეტში

ცარიელ სამკუთხედ პაკეტებს ბიჭები არ ყრიდნენ. მათ იატაკზე დებდნენ და მთელი ძალით არტყამდნენ ფეხს – წარმატებული დარტყმის დროს, პაკეტი ფეთქდებოდა. ასე ბიჭები სკოლაში გოგონებს აშინებდნენ.

თუ რძე ბოლომდე არ იყო გამოწურული, აფეთქებისას რძის წვეთები ყველა მხარეს ეშხეფებოდა – ესეც სახალისო იყო.

20. კბილებს კი ვიტეხდით, მაგრამ გემრიელი იყო

ბავშვების გასახარებლად, დედები ამზადებდნენ გოზინაყს, რომლისთვისაც გაფცქვნილ მზესუმზირას ასხამდნენ კარამელს, გაგრილების შემდეგ კი პატარა ფილებს ამზადებდნენ.

21. დედამიწაზე საუკეთესო ტკბილეული

თითქმის ყველა სახლში იყო სავაფლე ან “საკაკლე” – სპეციალური ტაფები, რომლებიც ორცხობილების კაკლის ნაჭუჭის ფორმით გამოცხობის საშუალებას გვაძლევდა.

მერე ეს ნახევრები ივსებოდა კრემით ან მოხარშული შესქელებული რძით და ვიღებდით “კაკლებს”. ამ კაკლების გემო სამუდამოდ დამრჩება გონებაში.

22. ეკონომიური, მაგრამ გემრიელი

იღებ 1 ნაჭერ ჭვავის პურს, უსვამ ზეთს და აყრი მარილს. შეგიძლია, ასეთი უჩვეულო კერძი მწვანე ხახვითა და კამით გაამდიდროთ.

23. გაზიანი სასმელი ავტომატიდან

1 კაპიკად საინტერესოს ვერაფერს იყიდდი, აი 3 კაპიკად ნამდვილ სიამოვნებას მიიღებდი. თუ ავტომატს რომელიმე ადგილას დაარტყამდით, იგი “დაგიბრუნებდათ” სხვის მონეტებს – ეს ხომ უდიდესი იღბალი იყო.

სხვათა შორის, ეს ცალმხრივი თამაში არ იყო – ავტომატი ხშირად “ჭამდა” ფულს, არ იძლეოდა არც ერთ წვეთ სასურველ სითხეს. ხანდახან, ავტომატში თავდებოდა სიროფი, მაშინ კი 3 თეთრად იგი მხოლოდ წყალს ასხამდა.

ალბათ, თქვენც აღგეძრათ მადა, არა? ყველაზე მეტად რა გენატრებათ ძველი დროიდან?