მდიდრული, ჰაეროვანი, მსუბუქი, უნაზესი, დახვეწილი არომატის მქონე კრემი ,,შარლოტა“ ნებისმიერ დესერტს ზღაპრულს გახდის.
ცადეთ, მოამზადეთ და თვითონ დარწმუნდით, რომ ,,შარლოტა“ საოცრებაა!
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 250 გრ
- კვერცხი დიდი 3 ცალი
- შაქრის ფხვნილი 5 ს .კ.
- რძე 150 მლ
- ვანილი
- კონიაკი ან რომი გემოვნებით
- ინგრედიენტები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
მომზადების წესი:
- ათქვიფეთ კვერცხი, შაქრის ფხვნილი და ვანილი, დაამატეთ ანადუღარი თბილი რძე და აურიეთ.
- ნარევი გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე ან ორთქლის აბაზანაზე. ურევთ განუწყვეტლივ გასქელებამდე.
- არ აადუღოთ! გასქელებული კრემი გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
- დარბილებული კარაქი უნდა ათქვიფოთ ისე, რომ მიიღოთ ფაფუკი, თეთრი, ჰაეროვანი მასა, თითქოს კარაქმა მოცულობაში მოიმატა.
- როდესაც მიიღებთ სასურველ შედეგს (დასჭირდება, დაახლოებით, 10 წუთი თქვეფა), თქვეფა არ შეწყვიტოთ თითო-თითო კოვზობით დაამატეთ მომზადებული კრემი.
- ბოლოს შეურიეთ კონიაკი და თქვეფთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაიმახსოვრეთ, ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. გემრიელად მიირთვით!