კიტრის ხრაშუნა მარინადის მარტივი რეცეპტი. ასეთი გემრიელი ჯერ არ გამომსვლია

ყველა ადამიანი გულმოდგინედ ემზადება ზამთრისათვის. ამზადებენ სხვადასვა ხილისგან კამპოტებს, ბოსტნეულისგან მარინადებს. სწორედ რომ დროულია, შემოგთავაზოთ რეცეპტები პოპულარული მარინადებისა. ერთ-ერთი საუკეთესო მარინადია ხრაშუნა, გემრიელი და არომატული კიტრი პოლუნურად.

კიტრის მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი იგრედიენტები:

  • კიტრი 2 კგ
  • წყალი 1 ლიტრა
  • შაქარი, მცენარეული ზეთი ნახევარი ჭიქა
  • მარილი 2 ს. კ.
  • შავი პიმპილი 1 ს.კ.
  • ნიორი რამდენიმე კბილი
  • ძმარი 70% 1 ს.კ.

მომზადების პროცესი:

აიღეთ ქორფა კიტრი, გარეცხეთ, დაასხით ცივი წყალი და 2 საათით გააჩერეთ. შემდეგ მოაჭერით კუდები და კიტრი დაჭერით მრგვალად, დაახლოებით 1 სმ სისქის ნაჭრებად.

წყალში კარგად გავხსნათ მარილი, შაქარი და დაამატეთ მცენარეული ზეთი. გირჩევთ, რომ მცენარეული ზეთი დაამტოთ, რადგან ის აფერხებს მარილისა და შაქრის დაშლას. დაამატეთ შავი პილპილი, ძმრის ესენცია, დაჭყლეტილი ნიორი  და მოურიეთ. მომზადებული ნარევი დაასხით დაჭრილ კიტრს, კარგად დაფარეთ და გააჩერეთ რამდენიმე საათით. კიტრის მარინადი კარგად დარეცხილ ქილებში გადაიტანეთ, ჩადგით ქვაბში, რომელშიდაც ჩააფინეთ ტილო. ქილები საფარამდე დაფარეთ წყლით და ადუღებიდან 10 წუთი გაასტერილეთ, შემდეგ მოხუფეთ და თავდაყირა დატოვეთ გაციებამდე.

იგივე წესით მომზადებული კიტრის მარინადი შეგიძლიათ არ მოხუფოთ და 2 საათის შემდეგ გემრიელად მიირთვათ.

უგემრიელესი და პიკანტური გემოს კიტრის მარინადი მზადაა.