როგორ ვებრძოლოთ მუხლების ტკივილს თაფლისა და ასპირინის გამოყენებით

მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად გამოიყურებით და არ გეტყობათ ასაკი, მაინც გრძნობთ დისკომფორტს, რომელსაც მუხლების გაუსაძლისი ტკივილი იწვევს. ეს მტკივნეული შეგრძნებები გარდა ასაკისა, შეიძლება მუხლის ტრამვის შედეგადაც იყოს გამოწვეული.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც ტკივილს შეგიმსუბუქებთ და თანდათანობით გაგიქრობთ კიდეც.

ინგრედიენტები:

  • ასპირინი 10 აბი
  • თაფლი 200 გრ

ასპირინის ფხვნილი კარგად  შეურიეთ თაფლს და  10 დღის განმავლობაში გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. პერიოდულად კარგად მოურიეთ. მალამო შეიზილეთ მუხლებზე, დაიდეთ ცელოფანი და შეიხვიეთ შალის ქსოვილით. შეიძლება შეგიწითლდეთ ან წვის შგრძნება გქონდეთ, მაგრამ ეს უსიამოვნო შგრძნებები თანდათან გაივლის.

ეცადეთ, რომ მალამო ღამით დაიდოთ. პროცედურები ჩაიტარეთ ტკივილის შემსუბუქებამდე. სახსარი არ მოადუნოთ და ავარჯიშეთ.