ნამცხვარი სნიკერსი, რომლის მომაჯადოებელი გემო არასდროს დაგავიწყდებთ. და რაც მთავარია, ჰაეროვანი, ფაფუკი ნამცხვარი შეგიძლიათ გამოცხობის გარეშე მოამზადოთ.
სნიკერსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- შოკოლადის ორცხობილები 200 გრ
- კაკაო 1 ს. კ.
- გამდნარი კარაქი 70 გრ
- კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ
- ცხიმიანი არჟანი 300 გრ
- მოხარშული შედედებული რძე 300 გრ
- ვანილი
- ჟელატინი 20 გრ 100 მლ
- შაქარი გემოვნებით
ინგრედიენტები კარამელისთვის:
- შაქარი 5 ს. კ.
- ცხელი რძე 100 მლ
- ფქვილი 1 ჩ. კ.
- დარბილებული კარაქი 30 გრ
- მარილი მწიკვი
- მიწის თხილი 100 გრ
მომზადების წესი:
- მიწის თხილი მოხალეთ და გააციეთ, ორცხობილები კი დაფხვენით.
- ჟელატინს დაასხით ცივი წყალი და დააყოვნეთ გასაფუებლად, პარალელურად გაადნეთ კარაქი.
- დაფხვნილ ორცხობილებს დაამატეთ კაკაო და აურიეთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ კიდევ დაამატოთ კაკაო.
- აიღეთ 18 სმ დიამეტრის ფორმა, განათავსეთ დაფხვნილი ორცხობილიბიანი მასა და შედეთ მაცივარში.
- არაჟანს დაამატეთ ვანილი და ათქვიფეთ მიქსერით, შემდეგ თანდათან შეათქვიფეთ შედედებული რძე.
- ჟელატინი ცოტა ხნით დადგით დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ, შემდეგ გააციეთ და დაამატეთ მომზადებულ კრემს.
- მაცივრიდან გამოვიღოთ ორცხობილებიანი ფორმა, დაფარეთ კრემით და 1 საათით კვლავ მაცივარში შედეთ.
- კარამელის მომზადება-აიღეთ მშრალი ტაფა და მოხალეთ ფქვილი ისე, რომ მიიღოთ ოქროსფერი მასა. დაამატეთ გამდნარი კარაქი, შემდეგ შაქარი და აურიეთ.
- ადუღებული რძე დაასხით კარამელს და კარგად აურიეთ. შემდეგ ოდნავ შეათბეთ, რათა კრემი არ გაგიდნეთ. მოაყარეთ დაჭრილი ან მთლიანი მიწის თხილი და გადაასხით კარამელი. მომზადებული დესერტი რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.
უგემრიელესი სნიკერსი გასაოცარი გემოთი აღგაფრთოვანებთ. მოამზადეთ და მეგობრებთან ერთად კიდევ ერთი ლამაზი საღამო გაატარეთ.