
დღევანდელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. შებერილი მუცელი, ჭარბი წონა, განსაკუთრებით წელის არეში, გულძმარვა, მეტეორიზმი_სიმპტომები, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ თქვენს კუჭ-ნაწლავს დახმარება სჭირდება.
სტატიაში შემოგთავაზებთ სასმელის რეცეპტს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებაზე.
ლიმონის, ნივრისა და დარიჩინის საფუძველზე მომზადებული სასმელი გაგათავისუფლებთ მოცემული პრობლემებისგან და შეგიმცირებთ მუცლის მოცულობას.
სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნიორი 3 კბილი
- ლიმონი 1 ცალი
- წყალი 3 ჩ/ჭ
- დარიჩინის 2 ჩხირი
მომზადების წესი:
აადუღეთ წყალი, დაამატეთ დაჭრილი ნიორი და დარიჩინის ჩხირები. ნარევი ადუღეთ 8 წუთი, შემდეგ გადმოგით ცეცხლიდან და დაამატეთ ლიმონის ნაჭრები, აურიეთ და 5 წუთი გააჩერეთ.
მიღების წესი:
სასმელი მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე 20-30 წუთით ადრე. თუ თქვენ მგრძნობიაერი კუჭი გაქვთ, გირჩევთ, სასმელი მიიღოთ საუზმის შემდეგ.
უძლიერესი თვისებებით გაჯერებული სასმელი გაგათავისუფლებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებისგან, პარაზიტებისგან, სოკოვანი ინფექციებისგან, ასწრაფებს მეტაბოლიზმს, ააქტიურებს ცხიმების წვას, შეგიმცირებთ მუცლის მოცულობას. გისურვებთ ჯანმრთელობას!


