გსურთ ბავშვობაში იმოგზაუროთ და გაიხსენოთ სამზარეულოში მოფუსფუსე დედა, რომელიც უგემრიელეს ნამცხვარს გიმზადებდათ. თითქოს ახლაც გრძნობთ თაფლისა და ვანილის სურნელს, რომელიც გულს სითბოთი გივსებთ.
შემოგთავაზებთ ,,რიჟიკას“ რეცეპტს
ინგრედიენტები:
- ფქვილი 500-550 გრ
- შაქარი 200 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- ნატურალური თაფლი 100 გრ
- კარაქი 100 გრ
- სოდა 2 ჩ. კ.
- ვანილი
ინგრედიენტები კრემისთვის:
- მოხარშული შესქელებული რძე 400 გრ
- კარაქი 200 გრ
- ვანილი
მომზადების წესი:
აიღეთ თასი, რომელშიდაც მოათავსეთ კვერცხი, შაქარი და გათეთრებამდე კარგად ათქვიფეთ მიქსერით. ცალკე ჭურჭელში დარბილებული კარაქი და თაფლი ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ სოდა და დაადგით ორთქლზე, ურიეთ, 1 წუთის შემდეგ დაამატეთ კვერცხიან მასა და ხარშეთ ბუშტების გაჩენამდე. მასა გადმოდგით ორთქლიდან, დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ. მიღებული ცომი დაასვენეთ 30 წუთით, შემდეგ კი გაყავი 6 ტოლ ნაწილად. გუნდები გააბრტყელეთ და 3-4 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ 170 გრადუს ტემპერატურაზე. გამომცხვარ ფირფიტებს ნაპირები თანაბრად ჩამოაჭერით და დაფშხვენით.
კრემის მომზადება:
დარბილებული კარაქი მიქსერით კარგად ათქვიფეთ და შემდეგ დაამატეთ მოხარშული შესქელებული რძე.
ლანგარზე დადეთ ფირფიტა, წაუსვით კრემი, მერე მეორე და ასე შემდეგ. კრემი წაუსვით თავზე და გვერდებზე, რომელებიც დაფხვნილი ნაპირებით დაფარეთ.
მიირთვით და ისიამოვნეთ.