შეარჩიეთ არჩევანი ნიმუშზე, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ და გაიგეთ ცოტათი მეტი თქვენი აზროვნების შესახებ.
ნიმუში 1. გამჭვირვალე და მარტივი
ეს ნიმუში საკმაოდ მარტივია. მკაფიო დიზაინის შესაქმნელად იგი შედგება რამდენიმე სხვდასხვა ზომის ფიგურისგან. თუ თქვენ ეს ნიმუში აირჩიეთ, ცხოვრობთ მარტივი და გასაგები ცხოვრების წესით. თქვენ შეგიძლიათ პრობლემების გადაჭრა, დასკვნების გამოტანა. თქვენ იცით, თუ როგორ უნდა გამარტივდეს ყველაზე რთული რამ.
ნიმუში 2. დეტალური აღქმა
ეს ნიმუში ბევრად უფრო რთულია. ხაზებით, კუთხეებით, კიდეებითაა დატვირთული და ძნელია მათი გარჩევა. თუ თქვენ ეს ნიმუში აირჩიეთ შგიძლიათ სირთულეების აღქმა. შეგწევთ უნარი ჩაუღრმავდეთ თემებსა და პრობლემებს, გირჩევნიათ, გაარკვიოთ რთული დეტალები, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. თქვენ გამჭრიახი, ყურადღებიანი და მეოცნებე ხართ.
ნიმუში 3. მარტივი და თამამი
ეს ნიმუში უმარტივესია და შედგება რამდენიმე ხაზისგან, რომლებიც გარკვევით ჩანს. თუ ეს ნიმუში აირჩიეთ, თქვენ იღებთ მარტივ და თამამ გადაწყვეტილებებს. თქვენ ბედნიერებას ცხოვრების უბრალო სილამაზეში ხედავთ.
ნიმუში 4. იდუმალი და კარგად მომრგვალებული
გეჩვენებათ, რომ ეს ნიმუში რთულია, მაგრამ ამავე დროს მარტივი დიზაინია. დრო სჭირდება ამ გადამკვეთი ფენების გარკვევას, რომლებიც ძალიან ლამაზია. თუ ეს ნიმუში აირჩიეთ, თქვენ მრავალმხრივ ნიჭიერი, იდუმალი და არაპროგნოზირებადი ხართ და შეგიძლიათ, მარტივად გაუმკლავდეთ ცხოვრების დარტყმებს.
ნიმუში 5. ფოკუსირებული და გადაწყვეტაზე ორიენტირებული
ეს ნიმუში მიუხედავად მრავალი ხაზისა და კუთხისა მარტივია. თუ ეს ნიმუში აირჩიეთ, თქვენი გონება ორიენტირებული და ეფექტურია. შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ კითხვებზე პასუხი.
ნიმუში 6. ღია და თავისუფალი
ეს ნიმუში მარტივ კონსტრუქციას წარმოადგენს რამდენიმე კიდითა და კუთხით. თუ ამ ნიმუშს აირჩევთ, თქვენ ხართ ღია და კომუნიკაბელური. დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ სხვა ადამიანების აზრს და მოქმედებთ მათი გადმოსახედიდან. მარტივად აძლევთ უფლებას სხვებს, შემოიჭრან თქვენს ყელაზე ღრმა ფიქრებშიც კი.
ნიმუში 7. თვითცნობიერება და მიზანდასახულობა
ეს ნიმუში კარგად არის დამუშავებულლი, ყველა ხაზი იწყება და ბრუნდება საწყის წერტილთან. თუ ამ ნიმუშს აირჩევთ, ხართ უკონტაქტო და ჩაკეტილი. თქვენ ცხოვრობთ თქვენი აზრების სამყაროში და აფასებთ თვითშემეცნებას. თქვენი შინაგანი მე სხვებისთვის ლამაზად და დახვეწილად გამოიყურება.
ნიმუში 8. სილამაზე და შემოქმედება
ეს ნიმუში რთული დიზაინისაა და თვალს ახარებს. მართალია, უამრავი ფიგურისგან შედგება, მაგრამ მაინც ამშვიდებს. თუ ყურადღებით დააკვირდებით, მაშინ მარტივი აღსაქმელია. თუ ეს ნიმუში აირჩიეთ, მოგწონთ რთული სილამაზის საგნები, რომლებსაც ყველა ვერ ხედავს. თქვენ გაქვთ შემოქმედებითი მიდრეკილებები, ყოველთვის მიიწევთ სრულყოფილებისაკენ და ცხოვრებაში აფასებთ ყველაფერს საუკეთესოს.
ყველა ადამიანის გონება თავისებურადაა მოწყობილი. რაც შეიძლება, რომ ერთისთვის იყოს მშვენიერი და დამამშვიდებელი, მეორესთვის ქაოსური და გამაღიზიანებელი. იმის გასარკვევად თუ როგორ ფუნქციონირებს თქვენი ტვინი, უმჯობესია გარშემომყოფებთან კომუნიკაცია.