გემრიელი ორცხობილები, რომლებიც იდეალურად ერწყმის ჩაის გემოსა და არომატს

მეგობრები ჩაიზე დაპატიჯეთ, გსურთ, ტკბილ მოგონებებში ჩაეფლოთ, ისაუბროთ, გახალისდეთ და დრო ბედნიერად გაატაროთ. ამ დღეს მოუთმენად ელოდებით და ფიქრობთ, რა მოამზადოთ.

შემოგთავაზებთ უგემრიელესი ორცხობილების რეცეპტს, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ჩაის საოცარ არომატს.

საჭირო იგრედიენტები:

  • ფქვილი 2 ს. კ.
  • არაჟანი 3-4 ს. კ.
  • მარგანინი 200 გრ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 1 ს. კ.
  • ვანილი
  • შავი მოცხარი ნახევარი ჭიქა
  • სოდა 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაამატეთ დარბილებული მარგანინი და აურიეთ. შემდეგ ჩაყარეთ ფქვილი, სოდა, არაჟანი, მოზილეთ ნაზი და ელასტიური ცომი. მომზადებული მასა გააბრტყელეთ, თვალით გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილლზე გაანაწილეთ კარგად გარეცხილი კენკრა და მეორე ნაწილი გადმოაფარეთ, გააბრტყელეთ 1,5 სმ-ის სისქეზე, დაჭერით თქვენთვის სასურველ ზომებად. საცხობ ფორმას მოაყარეთ ფქვილი და ორცხობილები გამოაცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. როცა მზად იქნება გამორთეთ და ღუმელში კიდევ 5 წუთი დატოვეთ.

უგემრიელესი ორცხობილები მეგობრებთან გატარებულ საღამოს გაგილამაზებთ.