კანი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელიც იცავს ჩვენს ორგანიზმს და შეიწოვს ყველაფერს, რასაც ვიყენებთ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტოქსინების აღმოფხვრაში.
სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივეს მეთოდს, მშრალ წმენდას, რომლის წყალობითაც შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მოგვარებას, იმუნური სისტემის გაუმჯობესებიდან ცელულიტის შემცირებამდე.
სასურველია, მშრალი წმენდა ჩაიტაროთ ძილის წინ, რადგან პროცედურა ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს მშვიდ ძილს. გამოიყენეთ რბილი ბუნებრივი ჯაგრისი და 5 წუთის განმავლობაში ჩაიტარეთ მშრალი წმენდა.
- როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, მშრალი წმენდა მთელ ორგანიზმში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. თავს იგრძნობთ უფრო ფხიზლად და ენერგიულად.
- მშრალი წმენდა ასტიმულირებს ლიმფურ სისტემას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის უნარს ბუნებრივად გამოდევნოს ტოქსინები.
- სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და ტოქსინების აღმოფხვრა აძლიერებს იმუნურ სისტემა
- კანის მშრალი წმენდა ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და ლიმფური სისტემის სტიმულირება ხელს უწყობს ტოქსინებისა და მკვდარი უჯრედების აღმოფხვრას.
- შეძლებთ კანის მკვდარი უჯრედების მოშორებას, რომლებიც ბლოკავს ფორებს და არ აძლევს კანს სუნთქის საშუალებას. ამ გზით კანს მიანიჭებთ ახალგაზრდობასა და სილამაზეს.
- მშრალი წმენდა ხელს უწყობს კანში სისხლის ნაკადის გაზრდას, რაც იწვევს ცელულიტის მნიშვნელოვანად შემცირებას.
- სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება ამცირებს ვარიკოზულ ვენებსა და სისხლძარღვთა ქსელს.
- ძილის წინ ჩატარებული ეს პროცედურა უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
მშრალი წმენდა უნდა ჩაიტაროთ ყოველ დღე, სასურველია დღეში 2-ჯერ. უმჯობესია, პროცედურა ჩაიტაროთ ძილის წინ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა, ჩაიტარეთ მარტივი, უსაფრთხო პროცედურა და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები!