მშვენიერი დღის დასაწყისი ნამდვილი გურმანებისთვის – უნაზესი და ჰაეროვანი დესერტი.
გსურთ, დილის ჩაი ან ყავა დაიტკბოთ უგემრიელესი უფქვილო და უკარაქო დესერტით, რომლის საოცარ გემოს კიდევ უფრო მეტ არომატს ჰმატებს მარწყვი ან ნებისმიერი სხვა ხილი. იხილეთ რეცეპტი, მოამზადეთ და ისიამოვნეთ.
საჭირო იგრედიენტები:
- ხაჭო 600 გრ
- სქელი იოგურტი ან არაჟანი 250-300 გრ
- კვერცხი 4 ცალი
- შაქარი 90 გრ
- სახამებელი (უმჯობესია სიმინდის) 30 გრ
- ვანილი 20 გრ
- ჟოლო 250-300 გრ
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
აიღეთ თასი, ჩაყარეთ ხაჭო, დაამატეთ კვერცხის გული, იოგურტი ან არაჟანი, სახამებელი და დააბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან ფაფუკ მასას.
აიღეთ ცალკე ჭურჭელი, რომელშიდაც 10-15 წუთის განმავლობაში, მყარი მასის მიღებამდე თქვეფთ ცილას, შაქარს, ვანილსა და მარილს.
შემდეგ ცილა ხაჭოს მასას ნელ-ნელა შეურიეთ, რათა არ დაკარგოს ჰაეროვნება. მომზადებული მასა ფრთხილად გადაგვაქვს ყალიბში, რომელშიდაც პერგამენტის ქაღალდია ჩაფენილი და გამოაცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაშიმ 160 გრადუს ტემპერატურაზე.
გააციეთ, ზემოდან წაუსვით დაახლოებით 70 გრ იოგურტი და გააფორმეთ ჟოლოთი ან სასურველი ხილით.
ისღა დაგრჩენიათ, ეს ჰაეროვანი საოცრება დაჭრათ და დააგემოვნოთ.