ორდონიანი ჩიზქეიქი შოკოლადის გლაზურით. დესერტი, რომლითაც ყველას აღაფრთოვანებთ

ეს საოცარი ტკბილეული თქვენს აღფრთოვანებას გამოიწვევს და საოცრებათა ქვეყანაში გამოგზაურებთ.

საჭირო იგრედიენტები ბისკვიტისთვის:

  • შოკოლადის ორცხობილა 0,5 კგ
  • კარაქი 3 ს. კ.
  • შაქარი 2 ს. კ.
  • მარილი 2-3 გრ

იგრედიენტები შიგთავსისთვის:

  • ნაღების ყველი (ოთახის ტემპერატურის) 1150 გრ
  • შაქარი 1,5 ჭიქა
  • არაჟინი 3 ს. კ.
  • კვერცხი 5 ცალი
  • კვერცხის გუი 2 ცალი
  • ვანილის ექსტრატი 1 ჩ. კ.
  • არაქისის კარაქი
  • ჟელატინი 12 გრ

იგრედიენტები შოლკოლადის მუსისთვის:

  • ნაღები (ცხიმიანი) 2 ჭიქა
  • კარაქი 2 ს. კ.
  • მწარე ან რძიანი შოკოლადი 450 გრ

მომზადების წესი:

  1. როგორ მოვამზადოთ ბაზა. აიღეთ შოკოლადის ორცხობილა, დაფხვენით და აურიეთ გამდნარ კარაქი და შაქარი.
  2. მომზადებული მასა ჩადეთ ტორტის საცხობ ყალიბში, გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში 160 გრადუს ტემპერატურაზე.
  3. ახლა მოვამზადოთ შიგთავსი. ამისთვის კრემის ყველი ათქვიფეთ, დაამატეთ არაჟანი, შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა.
  4. სათითაოდ დაამატეთ კვერცხი და ყველა ჯერზე თქვეფთ 2 წუთის განმავლლობაში.
  5. დაამატეთ ვანილის ექსტრატი და მარილი.
  6. მიღებული მასა გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს დაამატეთ არაქისის კარაქი და ათქვიფეთ, ხოლო მეორე ნაწილს ჟელატინი და გულმოდგინეთ ათქვიფეთ.
  7. ჩიზქექის ბაზაზე მოათავსეთ შოკოლადის შიგთავსი, ხოლო ზემოდან ფრთხილად დაადეთ ჟელატინიანი მასა და გაასწორეთ.
  8. მოათავსეთ ტორტი ღუმელის შუაგულში 60 წუთის განმავლობაში, ქვემოთ დადეთ წყლიანი ფორმა, რადგან ტენიანობა აორთქლდეს და ჩიზქეიქი არ დაიწვას. ზედა ფენა უნდა გამოვიდეს სუფლეს მსგავსი.
  9. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე და მინიმუმ 4 საათით შედეთ მაცივარში.
  10. ბასრი დანით ნაპირები მოაშორეთ ფორმას და ფრთხილად მოხსენით რგოლი.
  11. მოამზადეთ მინანქარი განაში. ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და დაამატეთ შოკოლადის ფილები და კარაქი. 2 წუთი გააჩერეთ და შემდეგ კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  12. ჩიზქეიქი დაფარეთ შოკოლადის სოუსით და 45 წუთით შედეთ მაცივარში.
  13. ტორტის იოლად დასაჭრელად დანა ჩადეთ ცხელ წყალში და ჩიზქეიქი დაჭერით სასურველ ნაჭრებად.

დამერწუმეთ, რომ მისი დაგემოვნების შემდეგ იგრძნობთ ნეტარებს.