თაფლს, ლიმონსა და ზეითუნის ზეთს ჯანმრთელობის ელექსირს უწოდებენ. რატომ და როგორ მივიღოთ ეს ნაზავი

თაფლი, ლიმონი და ზეითუნის ზეთი- ახალგაზრდობის ელექსირის სამი აუცილებელი იგრედიენტია. თითოეული პროდუქტი სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით, ხოლო გაერთიანებით მათი სარგებელიც ძლიერდება.

თაფლის, ლიმონისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი გამოიყენება როგორც კოსმეტოლოგიაში, ასევე ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ. ეს პროდუქტები სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით, ამიტომ მათ ნაზავს აქვს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი.

ის გამოიყენება როგორც ორგანიზმის შინაგანი მკურნალობისთვის, ასევე კოსმეტოლოგიური ნიღბების სახით სახის კანისა და თმისთვის.

ლიმონი შიცავს დიდი რაოდენიბით ასკორბინის მჟავას, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის აფერხებს დაბერების პროცესს, გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს და შლის რადიკალებს. აგრეთვე ებრძვის გაციებას, აქვს სიცხის დამწევი ეფექტი და არის ძლიერი იმუნოსტიმულატორი.

თაფლი არის წყარო ვიტამინებისა და მინერალების. მას აქვს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. თაფლის რეგულარულად მიღება ხელს უწყობს ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების მარაგის შევსებას. ის დაგიცავთ და დაგეხმარებათ ავიტამინოზისა და ანემიისგან.

ზეითუნის ზეთი გამოიყენება არამარტო სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად, აგრეთვე კოსმეტოლოგიაში. მის შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავები და სხვა სასარგელო ნივთიერებები კვებავს და აღადგენს კანს, ამაგრებს თმის ძირებს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას.

თაფლის, ლიმონისა და ზეითუნის ზეთის კომბინაცია

  • აძლიერებს იმუნიტეტს;
  • ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს;
  • აუმჯობესებს თმის მდგომარეობას;
  • უჯრედებს კვებავს საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით;

ელექსირის მომზადებისა და მიღების წესები:

  • ლიმონი 2 ცალი
  • თაფლი 200 გრ
  • ზეითუნის ზეთი 50 მგ

ლიმონი გავწუროთ (საშუალო ლიმონი 3 ცალი), დაამატეთ  თხელი სტრუქტურის თაფლი. თუ თქვენი თაფლი კრისტალიზებულია,  გაადნეთ ორთქლზე. დაიმახსოვრეთ, თაფლის გაცხელება არ შეიძლება, რადგან კარგავს სასარგებლო თვისებებს. შემდეგ დაამატეთ ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ და შეინხეთ მაცივარში.

მომზადებული ელექსირი მიირთვით ყოველ დილით 1 დესერტის კოვზი. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვემდეა, მაგრამ შდეგს 1 კვირის შემდეგ იგრძნობთ.

ელექსირის მიღების დროს მოგებატებათ ენერგია, გაგიუმჯობესდებათ კანი, შეგიწყდებათ თმის ცვენა და თმას მიეცემა ბუნებრივი ბზინვარება.

გაციების დროს ელექსირი მიიღეთჭამამდე ნახევარი საათით ადრე დღეში 2-ჯერ, უმჯობესია დილას და საღამოს.

თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლი, მაშინ ელექსირს დაამატეთ 25 გრ მუმიე და მიიღეთ დღეში 2-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ახალგაზრდობის ელექსირი – კანის მოვლის საშუალება

თუ თქვენ გსურთ, გაიგოთ ახალგაზრდობის ელექსირის ეფექტი, სამივე იგრედიენტი აიღეთ თანაბარი რაოდენობით, ვთქვათ 1 ს. კ., კარგად აურიეთ და შემდეგ შეასრულეთ მოქმედებები შემდეგი თანმიმდევრობით.

  1. სახე გაიწმინდეთ ტონიკით ან ლოსიონით.
  2. ნიღაბი წაისვით მთელ სახეზე თანაბარი რაოდენობით, მოერიდეთ თვალის გარშემო ადგილებს.
  3. ნიღაბი გაიჩერეთ 20-25 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  4. ბოლოს კი წაისვით ეპიდერმის კრემი.

თუ თქვენ გაქვთ ცხიმიანი კანი, მაშინ ლიმონის წვენის რაოდენობა შეამცირეთ და აიღეთ 1 ჩ. კ., რადგან ის აშრობს კანს.

ასევე შეგიძლიათ გამაახალგაზრდავებელ ნიღაბს დაამტოთ ერთი კვერცხის გული და ელექსირს შეძენთ მკვებავ ეფექტს.

ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ და სასურველი ეფექტის მისაღბად დაგჭირდებათ 10 პროცედურა. თქვენი კანი გახდება ლამაზი, გლუვი, ნაოჭბი შეგიმცირდებათ და გაგიქრებათ შავი წერტილები.

თმების გამოჯანმრთლება

  • ამ იგრედიენტებით მომზადებული თმის ნიღაბი შეგიჩერებთ თმის ცვენას;
  • სიმშრალეს;
  • გაყოფილ ბოლოებს;
  • ამ ბუნებრივი ნიღბების შემდეგ თმა იძენს ჯანმრთელ იერს და ბუნებრივ ბზინვარებას, შეგიწყდებათ თმის ცვენა, გაგიუმჯობესდებათ ზრდა.

თმის ძირების მკვებავი ნიღაბის მოსამზადებლად ეს სამი საოცრება აიღეთ თანაბარი რაოდენობით. მოკლე თმისთვის საკმარისი იქნება თითოეული იგრედიენტი აიღოთ 1 ს. კ., ხოლო საშუალო და გრძელი თმისთის- 2 ს. კ.

ნიღაბი წაისვით სუფთა და ტენიან თმაზე, კარგად შეიზილეთ თმის ძირებზე, დაიფარეთ ცელოფანი, შემოიხვიეთ პირსახოცი და ნახევარი საათის შემდეგ დაიბანეთ.

უკუჩვენება:

ამ საოცარი პროდუქტებით მომზადებული სამკურნალო საშუალებების მიღება არ შეუძლიათ ალერგიისადმი მიდრეკილ ადამიანებს. როგორც თაფლი, ასევე ლიმონიც იწვწვს ძლიერ ალერგიას.

თუ თქვენი ორგანიზმი ვერ ეგუება რომელიმე კომპონენტს, მაშინ არ შეიძლება მისი გამოყენება როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მოხმარებისთვის.