კანის ინტენსიური დატენიანება სახლის პირობებში მარტივია. უთხარით არა ნაოჭებს, ლაქებსა და სხვა დეფექტებს

კანის ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად აუცილებელია სახის კანის, ყელისა და მკერდის ზონის დატენიანება.

კანი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე დიდი ორგანოა და, რასაც მის ზედაპირზე შევიზელთ შეიწოვება სხეულის უჯრედების მიერ. სწორედ ამიტომ, აქვს დიდი მნიშვნელობა თუ როგორი  ხარისხის კოსმეტოლოგიურ საშუალებებს ვიყენებთ. სამწუხაროდ, ხარისხიანი საშუალებები ძვირადღირებულია და ცხოვრების ორომტრიალში ცოტა თუ ახერხებს მათ მოხმარებას. უმჯობესია, გამოიყენოთ უამრავი ვიტამინითა და მინერალით გაჯერებული ბუნებრივი საშუალებები და უმარტივესი გზით მივიღოთ სასურველი შედეგი.

სტატიაში შემოგთავაზებთ საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ კანის ბუნებრივად დატენიანებას.

ავოკადოსა და თაფლის დამატენიანებელი ნიღაბი

ავოკადო თაფლთან კომბინაციაში კანის დასატენიანებლად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ავოკადო შეიცავს ლექტინს, A, B1, B2, D_ვიტამინებს. ის აჯანსაღებს და კვებავს კანს. განსაკუთრებით სასარგებლოა ფსორიაზისა და ეგზემის სამკურნალოდ.

ფერმენტებითა და ვიტამინებით მდიდარი თაფლი საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. თუ ალერგიული ხართ, მოერიდეთ თაფლის გამოყენებას.

უბრალოდ აურიეთ მოცემული ინგრედიენტები და მზა ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე.

ზეითუნის ზეთი კანის დასატენიანებლად

ზეითუნის ზეთი სუკეთესო ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალება, რომელიც კვებავს კანს და იცავს დაზიანებებისგან. ჯერ კიდევ, ძველი ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელები იყენებდნენ ზეითუნის ზეთს კანისა და თმის მოსავლელად. იგი კვებავს და ატენიანებს კანს, შესანიშნავია მშრალი თმისა და მტვრევადი ფრჩხილების სამკურნალოდ.

ზეითუნის ზეთი თხელ ფენად დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ დილამდე.

ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი ბუნებრივი დამატენიანებელი საშუალებაა. მას სწრაფად შეიწოვს კანი. გარდა იმისა, რომ დამატენიანებელი საშუალებაა, დაგეხმარებათ ეგზემის, ფსორიაზის, ფეხისა და ფრჩხილის სოკოს და კანის სხვა პრობლემათა სამკურნალოდ.

იოგურტი სახის კანის დამატენიანებელი

იოგურტი კანისთვის ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით თუ ის ნატურალური ინგრედიენტებით არის მომზადებული. მას შეუძლია კანის დატენიანება და გაახალგაზრდავება.

წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე შეიზილეთ იოგურტი და დააყოვნეთ 10-15 წუთი. შედეგს პირველივე გამოყენების შემდეგ მიიღებთ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და შემოთავაზებული საშუალებები გამოიყენეთ კვირაში 2-3 ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.