კედრის ზეთი შეუფასებელი ნატურალური, სამკურნალო საშუალებაა, რომელის წყალობითაც მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
კედრის ზეთი უძველესი დროიდან გამოიყენება სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ. ძველ ეგვიპტეში ამ მცენარეს პარფიუმერულ საშუალებათა მოსამზადებლად იყენებდნენ, აგრეთვე მუმიფიკაციისთვის. კედრის ზეთი ითვლება პირველი ეთერზეთად, რომელიც გამოხადეს. ეთერზეთს ძლიერი, მდგრადი არომატი აქვს და უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. ის გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებებით.
კედრის ზეთი ჯანმრთელობისა და სილამაზის სადარაჯოზე:
1. გაჭდილი ცხვირის მკურნალი
თუ გაციებული ხართ, სუნთქვა გიჭირთ და ცხვირში გაჭედილი ხართ პრობლემის მარტივად მოგვარებაში დაგეხმარებათ კედრის ზეთი. შეისუნთქეთ სამკურნალო ეთერზეთი, რომელიც ზედმიწევნით გაგისუფთავებთ ფილტვებს და მოგაცილებთ ლორწოს.
აურიეთ 3 წვეთი კედრის ეთერზეთი, 3 წვეთი ევკალიპტის ზეთი და 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. ნაზავი შეიზილეთ ზურგისა და მკერდის მიდამოებში (გულის მხარეს არ შეიზილოთ)
2. ხველის საწინააღმდეგო
კედრის ეთერზეთს აქვს სპაზმოლიზური თვისებები, რომელიც ხველის მოსახსნელად იდეალური საშუალებაა. თუ სპაზმური ხველა გაქვთ, ცხვირსახოცზე დაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი კედრის ზეთი და შეისუნთქეთ არომატი.
3. თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება
კედრის ეთერზეთი თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა, რომელიც თავის კანზე ზრდის სისხლის მიმოქცევას, რომელიც ეფექტურად აფერხებს თმის ცვენას. დაიბანვის დროს შამპუნს დაამატეთ რამდემიმე წვეთი ერთერზითი.
4. შეგიმცირებთ სახსრების ტკივილს
10 წვეთი კედრის ზეთისა და 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთის ნაზავი 3-5 წუთის განმავლობაში ნელი მოძრაობებით შეიზილეთ დაზიანებულ ადგილზე. მაქსიმალური ეფექტისთვის მოამზადეთ რამდენიმე წვეთი კედრის ზეთითა და 1 ჩ. ჭ. ზღვის მარილით გაჯერებული თბილი წყლის აბაზანა და 15 წუთის განმავლობაში გიკეთეთ დაზიანებულ ადგილზე. პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ.
5. აუმჯობესებს კანის ტონუსს და მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს
თუ გსურთ გაიუმჯობესოთ კანის ტონუსი და სიმტკიცე გამოიყენეთ კედრის ზეთი. უბრალოდ დაამატეთ თქვენი თავის მოვლის საშუალებებს 1-2 წვეთი კედრის ზეთი.
6. გაგათავისუფლებთ ფეხების ტკივილისგან
თუ მოუსვენარი ფეხების სინდრომი გამოძინების საშუალებას არ გაძლევთ, გამოიყენეთ ეს ზეთი მასაჟისათვის. 3 წვეთი კედრის ზეთი დაამატეთ 1-2 ჩაის კოვზ სასურველ მცენარეულ ზეთში და მიღებული ნარევით კარგად დაიმუშვეთ კიდურები დაძინების წინ.
7. კედრის ზეთი უძილობის წინააღმდეგ
გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ კედრის ზეთი ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებაა. მისი არომატის წყალობით ტვინი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით სეროტონინს, რომელიც მელატონინად გადაიქცევა და ხელს უწყობს მშვიდ ძილს. აიღეთ 20 მლ ქოქოსის ზეთი, 12-12 წვეთი ლავანდისა და კედრის ზეთი, 5 წვეთი ფორთოხლის ზეთი და კარგად აურიეთ. მომზადებული მასა ძილის წინ შეიზილეთ ფეხებზე. მეორე ვარიანტი- ძილის წინ დააწვეთეთ ბალიშის პირზე რამდენიმე წვეთი კედრის ზეთი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ ძილს.
8. სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ
სოკოვანი პათოგენები საზიანოა კანისთვის, მაგრამ კვლევებმა ცხადყო, რომ კედრის ეთერზეთი ნატურალური ალტერნატიული საშუალებაა სოკოვანი ინფექციების და ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად.
თუ გსურთ გასინჯოთ კედრის ეთერზეთის ხარისხი, ჩაატრეთ ტესტი. ქაღალდის ხელსახოცზე დაიტანეთ მცირე რაოდენობის კედრის ეთერზეთი და დააკვირდით, მასა მთლიანად აორთქლდება, მაგრამ თუ არ აორთქლდა ეთერზეთი სავარაუდოდ განზავებულია მცენარეული ზეთით.
კედრის ზეთის გვერდითი მოვლენები:
კედრის ზეთი ძლიერმოქმედი საშუალებაა და შეიძლება საშიშიც იყოს. გირჩევთ, კედრის ეტერზეთის გამოყენებამდე ჩაიტაროტ ტესტი. აიღეთ 1 წვეთი კედრის ეთერზეთი და გააზავეთ 7-8 წვეთი სასურველი მცენარეული ზეთით. მიღებული მასა წაისვით იდაყვის შიგნითა ნაწილის კანზე.
ორსულებისთვის კედრის ზეთის გამოყენება დუშვებელია. შეინახეთ ისე, რომ მიუწვდომელი იყოს ბავშვებისთვის და თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ ამ უძლიერესი მკურნალის სასარგებლო თვისებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.