გარდა იმისა, რომ მათთან ხანგრძლივი ურთიერთობა გაგიჭირდებათ, ასევე შეუძლიათ, დიდი ტკივილი მოგაყენოთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებს უყვართ თავიანთი სახლი, მაგრამ მუდმივად გაღიზიანებულები და კრიტიკულები არიან. მამაკაცები დუნეები, მოჩვენებითები და უცნაურები არიან. ხშირად ქორწინდებიან ანგარებით. მათთვის მთავარია მდიდარი მემკვიდრეობა და კარიერული წინსვლა.
მიუხედავად იმისა, რომ კირჩხიბი მოსიყვარულე მამა და მეუღლეა, მაინც ვერ გრძნობს სრულყოფილ ბედნიერებას, ყოველთვის ნახულობს გაკრიტიკების მიზეზს და იმედგაცრუბულია. ისინი მეორე ნახევრების ერთგულები არიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია.
მორიელი
თუ გსურთ, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცთან ბედნიერი ურთიერთობა გქონდეთ, ყველა მის ინიციატივას მხარი უნდა დაუჭიროთ. ისინი ვერ ეგუებიან დომინანტ ქალებს. მათ უყვართ თავიანთი ძალების დემონსტრირება და იმის დამტკიცება , რომ ოჯახის უფროსია.
ამავე დროს მორიელს არ შეუძლია მეუღლისა და შვილების გარეშე ცხოვრება. აღწევენ წარმატებული კარიერას და აქვთ ოჯახის უზრუნველყოფის საშუალება.
მათ უყვართ ახლობლები, მაგრამ გამოხატვის უნარი არ აქვთ. თქვენ შეძლებთ მორიელთან ჰარმონიულ ურთიერთობას, თუ მის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებთ, როგორც ინტიმურ სფეროში ასევე ცხოვრებაში.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს სხვა მამაკაცებისგან განსხავევბით ესაჭიროება ჭკვიანი, ძლიერი და ტაქტიანი მეუღლე, რადგან ისინი სწრაფად ამჩნევენ პარტნიორის ნაკლს, სისუსტესა და დაუცველობას. მას აინტერესებს ყველაფერი და ამიტომ მის გარშემო მიმდინარე ყველა მოვლენაში იღებს მონაწილეობას, რაც ხშირად საზიანო მეუღლისა და სახლისთვის.
ასეთ ადამიანთან ცხოვრება საკმაოდ მარტივია, მაგრამ მისი გრძნობების არასტაბილურობა და დაწესებული შეზღუვები პარტნიორს აიძულებს, იბრძოლოს თავისი უფლებებისთვის და თანასწორობის შენარჩუნებისთვის.