ნივრის სამკურნალო ფხვნილი, რომელიც თქვენს კერძებს საოცარ არომატს მიანიჭებს

1077

ნივრის ფხვნილი კერძებს მატებს არომატს და ამავე დროს არასასიამოვნო სუნსაც არ გიტოვებთ. აუცილებელია სოუსების,  მარინადების, სალათების, კრუტონების, ომლეტის მოსამზადებლად. გემოვნებისა და არომატის გარდა ნივრის ფხვნილი ინარჩუნებს თავის სასარგებლო თვისებებს. იგი მოქმედებს როგორც პროფილაქტიკური საშუალება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საწინააღმდეგოდ, სისხლში ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არის ვირუსისა და გაციების საწინააღმდეგო.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, თუ როგორ მოამზადოთ საკუთარი ხელით ნატურალური სუნელი, ყოველგვარი მინარევებისა და არომატიზატორების გარეშე.

მომზადების წესი:

  1. დაახლოებით ნახევარ ჭიქაზე მეტი რაოდენობის ნივრის სუნელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3 დიდი თავი ნიორი.
  2. ნიორი დაანაწილეთ კბილებად, გაარჩიეთ, დააჭერით და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
  3. შედეთ 100-150 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში და 2-3 საათის განმავლობაში დატოვეთ, სანამ არ გამოშრება, გამორთეთ, მაგრამ ნიორი არ გამოიღოთ.

მომზადებულ ნიორს სურვილისამებრ დაუმატეთ მარილი და იგივე ტექნოლოგიით მომზადებული ხახვის სუნელი, წიწაკა და თქვენთვის სასურველი სხვა სუნელი.

მიიღებთ საკუთარი ხელით მომზადებულ ნატურალურ სუნელს, რომელსაც გარდა მადისაღმძვრელი არომატისა სამკურნალო თვისებებიც აქვს.