2020 წელი, წელი ურთულესი მთელი მსოფლიოსთვის. ყველამ გამოვიარეთ მძიმე და რთული დღეები, შიში და უმოქმედობა. ახლა კი ტანჯვის სანაცვლოდ ცხოვრებისგან სასიკეთო ცვლილებებს ველოდებით.
მკითხველებს ვთავაზობთ, ვუწინასწარმეტყველოთ ბედისწერის მნიშვნელოვან მოვლენებზე, რა ელით ამ წლის მიწურულს, რა წავა ცხოვრებიდან და რა დარჩება, რით გაახარებთ ან დაამწუხრებთ მათ ბედისწერა.
მოცემული ბარათებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი და გაიგეთ, რისთვის უნდა იყოთ მზად. გისურვებთ წარმეტებებს და და კარგ განწყობას.
გახსოვდეთ, რომ თქვენ განაგებთ თქვენს ბედს, ხოლო კარტები მინიშნებას გაძლევენ, გაფრთხილებენ, რას უნდა გაექცეთ და რა უნდა მიიღოთ ცხოვრებიდან.
ბარათი 1
სამსახური და ფინანსები
კარიერაში ან სწავლაში თქვენ პრესპექტივები გელოდებათ. შეიძლება წარმატებული სამსახური იშოვოთ, შემოსავალი გაზარდოთ და დანაზოგიც გაგიჩნდეთ. თუ თქვენ საკუთარ ბიზნესზე ოცნებობდით, ახლა სწორედ შესაფერისი დროა. თუ კომპანიაში მუშაობთ შეგიძლიათ მოიძიოთ ზემდგომების მხარდაჭერა და იპოვოთ ძლიერი მფარველი.
პირადი ცხოვრება
თუ თქვენ მარტო ხართ და არ გყავთ გულისსწორი წლის ბოლომდე აუცილებლად გაიცნობთ გავლენიან და სანდო ადამიანს. მართალია, მოვლენები ნელ-ნელა განვითარდება, მაგრამ კანონიერი ქორწინებით დაგვირგვინდება. ურთიერთობის დასაწყისში მამაკაცმა თავისი გრძნობები შეიძლება ვერ გამოხატოს, მაგრამ მისი თქვენდამი დამოკიდებულება ფრიად სერიოზულია.
უკვე გყავთ რჩეული? შეიძლება თქვენს ურთიერთობაში ცვლილება მოხდეს. თუ თქვენ ბავშვის გაჩენა გადაწყვიტეთ, ეს ნატვრაც აგისრულდებათ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ. ყველაფერი კარგად იქნება თუ მოითმენთ და დაუღალავად იშრომებთ თქვენი ოცნებების ასასრულებლლად.
ბარათი 2
სამსახური და ფინანსები
თქვენ წარმატებების მისაღწევად ძალას არ ზოგავდით. 2020 წელი თქვენია. მონდომება დაგიფასდებათ. შემოგდით ფული, შეიძლება ეს წინაპრების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა იყოს ან სამსახურის ცვლილებამ გამოიწვიოს შემოსავლის გაზრდა.
ყველა ნატვრა აგისრულდებათ. ზებუნებრივი ძალები თვალყურს ადევნებდნენ თქვენს თავდაუზოგავ შრომას და საჩუქარი მოგიმზადეს.
პირადი ცხოვრება
ბედისწერამ სიყვარულის შანსი მოგცათ. ამ წელს ახალი სიყვარული გელოდებათ. გრძნობა იქნება ორმხრივი და ძლიერი. თუ გსურთ, ყველაფერი დაიწყოთ ახალი ფურცლიდან, ცხოვრება გაძლევთ შანსს. ადამიანი, რომელიც შემოდის თქვენ ცხოვრებაში, თქვენი ბედია. ის მთლიანად შგიცვლით შეხედულებებს სიყვარულზე და თანაცხოვრებაზე.
ბართი 3
სამსახური და ფინანსები
2020 წელს თქვენ არ გელოდებათ ზღაპრული წარმატება და გლობალური ცვლილებები. შეიძლება სამსახური დაკარგოთ და იყოთ ახლის ძიებაში. ეკონომიურად ხარჯეთ ფული, მაგრამ არ შეშინდეთ, გადააფასეთ თქვენი საქციელი და დაუკვირდით, იქნებ ჯობს მოღვაწეობის სფერო შეცვალოთ.
პირადი ცხოვრება
შეიძლება გქონდეთ ფლირტი, რომელიც მხოლოდ ვნებებზე იყო დაყრდნობილი და არა ჭეშმარიტ სიყვარულზე, მაგრამ პირად ცხოვრებაში გლობალური ცვლილლებები გელოდებათ. შინაგანი მარტოობის შემდეგ მთლიანად შეიცვლით ძველ შეხედულებებს, რწმენებს და აღმოაჩენთ ახალ შესაძლებლობებს.