13 უცნობი ასპექტი, რომელიც თქვენს ტვინს აზიანებს

სხეულის სხვა ნაწილების მსგავსად, ტვინიც შეიძლება დაზიანდეს უამრავი განსხვავებული ფაქტორის ზემოქმედებით, რომლებიც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ყოველდღიური იმ აქტივობების სიას, რომელსაც თქვენი ტვინისთვის ზიანის მიყენება შეუძლია:

კომუნიკაციის ნაკლებობა

მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით დღეში 10 წუთიან კომუნიკაციასაც კი შეუძლია მენტალური შესაძლებლობების გაზრდა. ამისთვის მეგობართან ან ნათესავთან ტელეფონით ლაპარაკიც კი საკმარისია.

ზედმეტი შაქარი

დიდი ოდენობით შაქრის მიღება ტვინში ნეირონების გამომუშავების პროცესებს აფერხებს, რაც ხანგრძლივი მეხსიერების და სწავლის ასპექტების განვითარებას უშლის ხელს.

ტვინის ვარჯიშების ნაკლებობა

გამოკვლევების მიხედვით რეგულარული ტვინის ვარჯიშები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მისი მუშაობის დონეს, რის გამოც მათი შესრულება ყოველდღირად აუცილებელია.

საუზმის გამოტოვება

კვლევებმა დაადგინა, რომ ის ბავშვები რომლებიც რეგულარულად მიირთმევენ საუზმეს, უფრო კარგ შედეგებს აჩვენებენ სკოლაში და განსაკუთრებით სამეცნიერო კლასებში. საუზმის გამოტოვება იწვევს სისხლში გლუკოზის დონის დაწევას, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე.

არაჯანსაღი საჭმელი

ძალიან ბევრი არაჯანსაღი საჭმლის ხშირად მიღება ნეგატიურ ეფექტს ახდენს ტვინის უჯრედებს შორის არსებულ კავშირზე, რის დროსაც ზიანდება მოკლევადიანი და ხანგრძლივი მეხსიერებების ჩამოყალიბების პროცესი.

ნაყინი

ნებისმიერ ცივ საჭმელს, ნაყინის ჩათვლით, შეუძლია მოულოდნელი თავის ტკივილის გამოწვევა. ისინი სისხლის ვენებს ავიწროვებენ, რის დროსაც სხეული ჰიპოთერმიისგან თავის დასაცავად ტვინში თბილ სისხლს აგზავნის. ეს ვენების გაფართოებას იწვევს და სწორედ ასეთი ცვლილებები იწვევს თავის ტკივილს.

მობილური ტელეფონები

თაგვების გამოკვლევის შედეგად დადგინდა კავშირი ტვინის კიბოსა და მობილურების გამოყენებას შორის. ამიტომ მეცნიერები გვირჩევენ ხშირად ვიხმაროთ სფიქერი ან ყურსასმენი ყურზე მობილურის მიდების მაგივრად და ასევე თავიდან უნდა ავირიდოთ ტელეფონის ბალიშთან ახლოს დადება ძილის დროს.

თავის დაფარვა ძილის დროს

ძილის დროს თავზე საბნის გადაფარების შემთხვევაში ორგანიზმში შესული ჟანგბადის რაოდენობას ვამცირებთ, რის გამოც გადამუშავებული ჰაერის შესუნთქვა გვიწევს, რომელიც ნახშიროჟანგითაა სავსე. ეს ტვინში ჟანგბადის ნაკლებობას იწვევს.

დეჰიდრატაცია

ადამიანის ტვინის 70-80% წყლისგან შედგება. ასევე მისთვის მნიშვნელოვანი ელემენტების მიწოდება წყლის საშუალებით ხდება. სწორედ ამიტომ ტვინი ყველაზე უკეთ მაშინ მუშაობს, როდესაც ორგანიზმი წყლის მიღების ნაკლებობას არ განიცდის.

ალკოჰოლი

კვლევების მიხედვით ალკოჰოლის მიღება ტვინის უჯრედებს შორის კავშირებს აზიანებს. საბედნიეროდ ალკოჰოლის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში გარკვეული დროის შემდეგ ტვინი ნორმალურ ფორმას დაიბრუნებს.

მოწევა

სიგარეტის მოწევა კიბოსთან ერთად ასევე ცერებრალული ქერქის სისქის შემცირებასაც იწვევს. ასეთი დაზიანება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მენტალურ შესაძლებლობებზე, რადგან ტვინის სწორედ ეს ნაწილია პასუხისმგებელი ფიქრის პროცესებზე.

ვარჯიშის ნაკლებობა

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით ფიზიკურ ვარჯიშებს დადებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია ტვინის მუშაობასა და ხანგრძლივი მეხსიერების ფორმირებაზე.

მკაცრი დიეტა

მეცნიერების განცხადებით ნუტრიციების მკაცრი ნაკლებობის დროს ტვინი საკუთარ თავს ჭამს. სწორედ ამიტომ არ უნდა დავტანჯოთ ჩვენი სხეული ზედმეტად მკაცრი დიეტებითა და შიმშილით.