იცით თუ არა, რომ მხოლოდ ამერიკაში 4,9 მილიონზე მეტი ადმიანი იტანჯება ღვიძლის დაავადებებისგან, ყოველწლიურად კი საშუალოდ 40 000 პციენტი იღუპება. ჯონ ჰოპკინსის თქმით, ამ ტრაგიკული სიკვდილის ძირითადი ნაწილი გამოწვეულია ქრონიკული ალკოჰოლიზმით.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ღვიძლის შსახებ, აგრეთვე პრაქტიკულ გზებს ღვიძლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
რა არის ღვიძლის დაავადება?
ცეროზი ღვიძლის დაავადებაა, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლიში ქსოვილის ნაწიბურის გამო, რომელიც ხელს უშლის მის ნორმალურ მუშაობას. ნაწიბურიანი ქსოვილი ბლოკავს ჯანმრტელს ქსოვილსაც და აფერხებს ღვიძლში სისხლის მიმოქცევას. თუ ავადმყოფი დროულად არ მიიღებს საჭირო ზომებს, შეიძლება განვითარდეს ღვიზლის უკმარისობა.
ვინ იმყოფება ღვიძლის დაზიანების მაღალი რისკის ქვეშ?
შაქრიანი დიაბეტის, საჭმლის მომნელებელი და თირკმელების დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, ღვიძლის პრობლემებს განიცდიან ადამიანები, რომლებიც:
- ხშირად სვამენ
- აწუხებთ დიაბეტი
- მამაკცები, რომლებმაც 50 წელს გადააბიჯეს
დეტოქსის სასმელი ღვიძლის გასაწმწნდად
საჭირო იგრედიენტები:
- წყალი 6 ფინჯანი
- ლიმონი 3 ცალი
- დაჭრილი ოხრახუში 1 ფინჯანი
- ნიახური 5 ღერო
მომზადების წესი:
მწვანილი გაარჩიეთ და გარეცხეთ. ლიმონს გამოაცალეთ თესლები და ყველაფერი დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ წყალი და დაბლენდერება გააგრძელეთ. რა მნიშვნელობა აქვს მოცემულ იგრედიენტებს ღვიძლისთვის.
წყალი
წყალი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი მკურნალია. მისი მთავარი ფუნქცია ორგანიზმიდან მავნე ტოქსინების გამოდევნაა. წყალი ღვიძლს ეხმარება თავისი ფუნქციის შესრულებაში. მისი მიღება განსაკუთრებით ეფექტურია, მაშინ თუ ცოტა ხნის წინ თქვენ მიიღეთ ალკოჰოლი.
ლიმონი
ლომონი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია, განსაკუთრებით კი ღვიძლისთვის. ალკოჰოლური მოწამვლის დროს ლიმონი ანტიოქსიდანტების მაღალი დონის გამო დამცავის ფუნქციას ასრულებს.
ოხრახუში
ოხრახუში შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს, როგორებიცაა ლუტეოლინი, აპიგენინი, ლიკოპინი, ბეტა-კაროტინი, ალფა-კაროტინი, რომლებიც ებრძვიან კიბოს გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს. ოხრახუში აფერხებს ანთებით პროცეს,ს რომელიც უამრავ დაავადებას იწვევეს, მათ შორის ღვიძლის დაავადეებასაც.
ნიახური
ნიახური შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს, როგორიცაა ვიტამინი K, B6, C, კალიუმს და ფოლატს.
მიღების წესი
მომზადებული სასმელი მიიღეთ 3-ჯერ დღეში სამი დღის განმავლობაში. სამკურნალოდ რომ ეფექტური იყოს, თითო ჯერზე დალიეთ 2 ჭიქა. კოქტეილის მიღების პროცესში დაიცავით დიეტა, მიირთვით ხილი, ბოსტნეული და დალიეთ ბევრი წყალი.