ვიტამინური ნარევი გაგიძლიერებთ ძვლოვან ქსოვილებს, აგავსებთ ენერგიით და დაგიბრუნებთ ცხოვრების ხალისს

412

ძვლები და სახსრები ჩვენი ორგანიზმის ძირითადი საყრდენია და მათი ნებისმიერი პრობლემა შეიძლება უარყოფითად აისახოს მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.

სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, მძიმე ფიზიკური ზეწოლის შედეგად სახსრებსია და ძვლების მდგომარეობის გაუარესება გარდაუვალია.

იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ძვლოვანი სისტემა ჯანმრთელი, სასურველია რეგულარულად ივარჯიშოთ, იკვებოთ სწორად და გააჯეროთ ორგანიზმი საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით.

შემოგთავაზებთ ვიტამინებით დატვირთული უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს. ნაზავი აძლიერებს ძვლებს, აღადგენს სახსრებს, ხელს უწყობს სახსარშიდა სითხის დონის ნორმალიზებას, აგარიდებთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანებასა და ნაადრევ დაბერებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გოგრის თესლი 2 ს. კ.
  • სეზამის მარცვლები 2 ს. კ.
  • ჟელატინი (დანამატების გარეშე) 2 ს. კ.
  • სელის თესლი 5 ს. კ.
  • ქიშმიში 3 ს. კ.
  • თაფლი 1 ჩ. ჭ.

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. მოცემული ინგრედიენტები დააბლენდერეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ მინის თავდახურულ ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.
  2. მიიღეთ თითო-თითო ჩაის კოვზი საუზმის, სადილისა და ვახშმის წინ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას, მიიღეთ დღეში ერთხელ, უზმოზე, 1 ჩ. კ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!