ნაჭოების გაჩენა რომ შეაფერხოთ და ლაქები მოიშოროთ, მოამზადეთ ნატურალური მალამო თქვენი ხელით

30 წლის შემდეგ ვიწყებთ დაბერებას და სახეზე ბევრ ცვლილებას აღმოვაჩენთ. წვრილი ხაზები, ნაოჭები, ლაქები – ეს სიბერის ნიშნებია. მათი თავიდან აცილლება შეუძლებელია, მაგრამ შეფერხება შესაძლებელია.

შემოგთავაზებთ ნაოჭების საწინააღმდეგო მალამოს რეცეპტს, რომელიც საუთარი ხელით შეგიძლიათ მოამზადოთ ნატურალური ინგრედიენტებისგან.

როგორ გავიახალგაზრდავოთ თავი

საჭირო იგრედიენტები:

  • ვაზელინი 2 ჩ. კ.
  • ზეითუნის ან ნუშის ზეთი 1 ს. კ.
  • კვერცხის გული
  • თაფლი 1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში ვაზელინი გაადნეთ ორთქლზე.
  2. შემდეგ დაამატეთ ყველა იგრედიენტი
  3. მიღებულ მასას ურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ არ გახდება ერთგვარი მასა.
  4. თქვენი ნაოჭების საწინააღმდეგო მალამო მზადაა. ის შეინახეთ მინის ქილაში.

წაისვით მალამო სუფთა სახეზე და წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი. 30 წუთის შემდეგ სახე გაიწმინდეთ სველი მარლის ფირფიტით.

არ დაგეზაროთ, მოამზადეთ უმარტივესი, მაგრამ საოცარი მალამო და შედეგით ისიამოვნეთ.