ვაზელინის გამოყნების 10 ალტერნატიული ხერხი. მას ყოველთვის ხელჩანთით ვატარებ

3459

ვაზელინის მოხმარების 10 სასარგებლო  წესი, რომლის შესახებაც შეიძლება არ იცოდით

გსურთ გაიგოთ, როგორ გამოიყენოთ ვაზელინი სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის? ეს იაფი საშუალება მრავალი პრობლემის აღმოფხვრაში დაგეხმარებათ.

უნივერსალური საშუალება ვაზელინი 1878 წელს გამოიგონა ინგლისელმა  ქიმიკოსმა რობერტო ჩეზბრომ.

ვაზელინს აქვს საოცარი თვისებები: არბილებს, ატენიანებს კანს, კურნავს დამწვრობას და სხვა.

შემოგთავაზებთ ვაზელინის შესაძლებლობებს კოსმეტიკური ხაზით

1. ტუჩები

ვაზელინი – ნებისმიერ ამინდში ატენიანებს გამომშრალ ტუჩებს.

2. კანი

ვაზელინით შეგიძლია მოიშოროთ თმის საღებავის ლაქები.

3. წარბები

ეს ჯადოსნური საშუალება თქვენი წარბების იდიალური ფიქსატორია. თხლად წაისვით ვაზელინი წარბებზე, მიეცით თქვენთვის სასურველი ფორმა, რომელიც მთელი დღით შეგინარჩუნდებათ.

4. წამწამები

ვაზელინი დაგიფიქსირებთ სქელ და გრძელ წამწამებს. წაისვით წამწამებზე მცირე რაოდენობით ვაზელინი და დაიტოვეთ მთელი ღამით.

5. ქერტლი

ვაზელინი უნიკალური საშუალებაა ქერტლის წინააღმდეგ საბრძოლველად. დაბანიდან ნახევარი საათის შემდეგ თავის კანზე შეიზილეთ ვაზელინი. პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე და გათავისუფლდით მომაბეზრებელი ქერტლისგან.

6. დამატენიანებელი

ვაზელინი სახის დამატენიანებელი უძლიერესი საშუალებაა. მას სასწაულის მოხდენა შეუძლია, თუ თქვენ იღვიძებთ დაღლილი და შეშუპებული თვალებით, ღამით თხლად წაისვით ვაზელინი. დილით კი შედეგით ისიამოვნეთ.

7. მაკიაჟი

ვაზელინი მაკიაჟის მოსაშორებელი ეფექტური საშუალებაა და ამავე დროს ატენიანებს კანს.

8. თმის ბოლოები

თუ თქვენი თმის ბოლოები გამომშრალი ან დასუსტებულია, შეიზილეთ ვაზელინის თხელი ფენა. პროცედურა გაიმეორეთ სამდღეში ერთხელ.

9. ქუსლები

ვაზელინის საშუალებით თქვენი ქუსლები დარბილდება და დატენიანდება. ღამით შეიზილეთ ქუსლებზე ვაზელინის თხელი ფენა, დილით კი შედეგით ისიამოვნეთ.

10. ფრჩხილები

თუ გსურთ, რომ ფრჩხილებზე ლაქი ისე წაისვათ, რომ კანი არ დაგესვაროთ, წინასწარ შეიზილეთ თითებზე ვაზელინის თხელი ფენა.

ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ვაზელინის სარგებლობიანობაზე მეტყველებს. ეს იაფი სააფთიაქო საშუალება მუდამ თან იქონიეთ. ის მრავალ პრობლემს მოგიგვარებთ.