როგორ მოვამზადოთ ,,კროტის“ არანაკლებ ეფექტური ანალოგი საკუთარი ხელით

მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას და ბიუჯეტური ინგრედიენტით  მოამზადეთ უმარტივესი ხსნარი, რომლის დახმარებით შეძლებთ მილების გაწმენდას.

,,კროტის“ ანალოგის მოსამზადებლად გჭირდებათ საკვები სოდა.

ნაბიჯი 1

აიღეთ 150 გრ, დაახლოებით, 5-6 ს. კ. სოდა, დაყარეთ მშრალ ტაფაზე. ტაფა 15 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ.

აუცილებლად გამოაღეთ ფანჯარა!

ნაბიჯი 2

ცხელი სოდა გააგრილეთ, დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი და სოდის გახსნამდე ურევთ 5-7 წუთის განმავლობაში.

ნაბიჯი 3

მომზადებული ხსნარი ჩაასხით გაჭედილ ნიჟარაში და გააჩერეთ 2 საათი. შემდეგ მიუშვით გამდინარე წყალი.

მოცემული მეთოდის საშუალებით მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს.

ნუ გადაიხდით ზედმეტს, მოამზადეთ უმარტივესი ხსნარი, რომელიც ეფექტურად უმკლავდება ნებისმიერი სახის სირთულის ბლოკირებას!